აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
Аҧснытәи Автономтәи Республика
AbkhaziaLocationinGeorgia.svg
ადმინისტრაციული ცენტრი სოხუმი
მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
რეგიონის კოდი GE-AB
ადმინისტრაციული ერთეული 6
ფართობი 8700 კმ²
Part of historical Abkhazia in modern international borders of Georgia.svg
აფხაზეთი
ოფიციალური სახალხო აღწერები აფხაზეთის რეგიონში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аҧснытәи Автономтәи Республика), ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას. 1992-93 წლების კონფლიქტამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

ადმინისტრაციული დაყოფა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად იყოფა 6 მუნიციპალიტეტად:

რუკა მუნიციპალიტეტები
AB-ka.svg
გაგრის მუნიციპალიტეტი
გალის მუნიციპალიტეტი
გუდაუთის მუნიციპალიტეტი
გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
სოხუმის მუნიციპალიტეტი

199? [საჭიროებს წყაროს მითითებას] წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული „რეფორმა“, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის მუნიციპალიტეტი.

ზოგადი ცნობები

ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 100-120 ათასს. ავტონომიის დედაქალაქია ქალაქი სოხუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 526 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (საკანონმდებლო ორგანო) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო (აღმასრულებელი ორგანო), რომლებიც 1993 წლიდან ქალაქ თბილისშია განთავსებული.

2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იყო გულრიფშის მუნიციპალიტეტის აჟარის სასოფლო თემის ტერიტორია (23 სოფელი), ე.წ. კოდორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე 1998-2004 წლებში მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მმართველობა.

ამჟამად, ამ ტერიტორიებს სრულად აკონტროლებს სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი.

სეპარატისტული რეჟიმი

სოხუმი დღეს

1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამყარებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. მისი დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ, ე.წ. „სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკამ“ და ე.წ. „დნესტრისპირეთის რესპუბლიკამ“[1]. გარდა ამისა, 2011 წლის 31 მაისს სოხუმის სეპარატისტული მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვანუატუმაც ცნო[2][3], თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით ვანუატუმ უარყო[4][5]. დანარჩენი სახელმწიფოები არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას და იურიუდიულად განიხილავენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად.

ეკონომიკა

რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩვეულებრივ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული მხარე. მაგრამ კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მისი სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა. ამჟამად ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად ნედლეულის (ხე–ტყე, ქვანახშირი) რუსეთსა და თურქეთში გატანით არიან დაკავებულნი.

ღირსშესანიშნაობები

ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია

აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (სსრ), რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულებით დაუკავშირდა საქართველოს სსრ–ს. 1931 წელს იგი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად ასსრ–ს სტატუსით. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იმართება სეპარატისტული რეჟიმის მიერ.

აფხაზეთში კონფლიქტის პოლიტიკური შეფასება

2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ პირველად მიეცა ობიექტური შეფასება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტს.

სააკაშვილის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს "ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების დანაწილებისათვის"“. სააკაშვილის ეს განცხადება სავსებით და სრულად ეთანხმება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მოსაზრებებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კონფლიქტების არსის შესახებ.

სააკაშვილის ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონის განცხადება ამავე დროს ამხელს 1991-1992 წლებიდან ქართველი და უცხოელი ანტიქართული, პროიმპერიული „პოლიტოლოგების“ მიერ ფართოდ დამკვიდრებულ დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების შესახებ - რომ თითქოს ეს იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომლის საფუძველი გახდა „ქართული ნაციონალიზმი და ფაშიზმი“. მხილება განსაკუთრებით ეხება პროიმპერიულ „დისიდენტ“ სახაროვს - რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ზონების რუსეთის მიერ ანექსიას თეორიული საფუძველი ჩაუყარა ცნებისა და ტერმინის „საქართველო - მცირე იმპერია“ შემოღებითა და საერთაშორისო მასშტაბით დანერგვით.

პრეზიდენტ მ. სააკაშვილის შეფასებით "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები - ეთნოკონფლიქტები არ არის. მე ვკრძალავ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორებიცაა "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი" ან "ქართულ-ოსური კონფლიქტი", რადგან ეს ტერიტორიული კონფლიქტებია, რომლებიც პოსტიმპერიული სივრცის ტერიტორიების გაყოფასთანაა დაკავშირებული"... [10]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ ჯუჯა-სახელმწიფომ, ტუვალუმ აღიარა. „პრესა.გე“ 23.09.2011
  2. სოხუმის ცნობით, ვანუატუმ აფხაზეთი აღიარა. „სივილ ჯორჯია“. 1 ივნისი, 2011.
  3. The Caucasus: New Allies for Breakaway Region. The New York Times. 31 მაისი, 2011. (ინგლისური)
  4. Natapei withdraws recognition of Abkhazia (ინგლისური)
  5. Vanuatu has no ties with Abkhazia // Vanuatu Daily Post - July 15, 2011
  6. აფხაზეთის ახალი ლიდერი“, ნიუსი, სივილ ჯორჯია, 2011. წაკითხვის თარიღი: 2011. 
  7. 7.0 7.1 ნინო ხარაძე. “აფხაზეთის მესამე დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია“, ნიუსი, radiotavisupleba.ge, 2011. წაკითხვის თარიღი: 2011. 
  8. 8.0 8.1 აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს“, ნიუსი, geonews.ge, 2011. წაკითხვის თარიღი: 2011. 
  9. არჩევნებში რაულ ჰაჯიმბამ გაიმარჯვა
  10. http://newsgeorgia.ge/news.html?nws_id=509906

რესურსები ინტერნეტში