აფხაზური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფხაზური ენა
Аҧсуа бызшәа, Аҧсшәа
გავრცელებულია საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
იორდანიის დროშა იორდანია
სირიის დროშა სირია
ერაყის დროშა ერაყი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 125.000 კაცი
ოფიციალური სტატუსი საქართველოს დროშა საქართველო
ლინგვისტური კლასიფიკაცია ჩრდილოკავკასიური
დამწერლობის სისტემა კირილიცა, აფხაზური ანბანი
ენის კოდები ISO 639-1: ab
ISO 639-2: abk
ISO 639-3: abk

აფხაზური ენა (თვითსახელწოდება аҧсуа бызшәа [аpʰswa bəzʃʷa] აფსუა ბვზშია, ან უბრალოდ аҧсшәа [аpʰsʃʷa] აფსშია) — მიეკუთვნება ადიღეურ ენათა ჯგუფს. აფხაზური ენის დღედ გამოცხადებულია 27 ოქტომბერი.

აფხაზურ ენაზე ლაპარაკობენ საქართველოსა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) და თურქეთში. საქართველოში ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი შეადგენს დაახლ. 101.000 კაცს. თურქეთში აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა ზუსტი რიცხვის დადგენა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული არასაკმარისი დოკუმენტირებისა და ნაკლებად სანდო სახალხო აღწერის გამო ძნელია.

აფხაზურენოვანი მოსახლეობის შესახებ არსებული ოფიციალური და არაოფიციალური რიცხვობრივი მონაცემები მეტად საეჭვოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ; ეს რიცხვი მერყეობს 4.000-დან 39.000 კაცამდე.

აფხაზური ენის კუნძულად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გადმოღმა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტსა, ასევე სირიაში არსებული რამდენიმე აფხაზურენოვანი დასახლებული პუნქტი.

აფხაზური ენა იუნესკო-ს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი.[1]

სიტყვა „აფხაზის“ წარმოშობისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნონიმი „აფხაზი“ ეტიმოლოგიური თვალსაზრისით ქართული წარმოშობის სიტყვა უნდა იყოს და სხვა ხალხთა ენებშიც ქართულიდან უნდა გადასულიყო (მაგ., ოსურად Абхази, ბერძნულად Αμπχαζία, რუსულად Абхазия, ინგლისურად Abkhazia, გერმანულად Abсhasien, თურქულად Abhazya, არაბულად أبخازيا, სპარსულად آبخاز). რაც შეეხება სპარსულ წყაროებს, აღსანიშნავია ერთი დეტალი; X საუკუნის საქართველოში უმოგზაურია ცნობილ სპარს პოეტს აბუ მანსურ მუჰამად იბნ აჰმად დაყიყის, რომელიც საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებს.

ენის დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზური ენა შედის კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში. აფხაზური ენა აბაზური ენა სთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს

აფხაზური ენა თანხმოვანთა განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა. ამავდროულად უჩვეულოდ ცოტაა ხმოვანთა რაოდენობა. აფხაზურ ენაში არის 2 დისტინქტიური ხმოვანი; ღია ხმოვანი a და დახურული ხმოვანი ə. იმისდა მიხედვით თანხმოვნების რა კონსტელაცია შეიქმნება, წარმოვთქვამთ როგორც e, i, o ან u. აბჟუურ დიალექტს 58 თანხმოვანი აქვს, ხოლო ბზიფურ დიალექტს კი 67 თანხმოვანი.

აფხაზურ ენას ახასიათებს აგლუტინაცია და წარმოადგენს ერგატიულ ენას. აფხაზური სქესს მხოლოდ ნაცვალსახელებში განარჩევს. არსებით სახელს აქვს შედარებით მარტივი მორფოლოგია — არსებობს ბრუნვის შეზღუდული რაოდენობა, სამაგიეროდ ზმნაა ძალიან რთული და კომპლექსური — ახასიათებს ძირითადად პრეფიგირება.

აფხაზური ენის დიალექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზურ ენას ხშირად აფხაზურ–აბაზ(ინ)ური ენის დიალექტად მოიხსენიებენ. ლინგვისტური თვალსაზრისით კი ბევრად უკეთესი იქნება თუ აფხაზურსა და აბაზურს ორ სხვადასხვა ენად განვიხილავთ. აფხაზური ენა დაიყოფა რამდენიმე დიალექტად, რომელთაგან სამი აფხაზეთის ტერიტორიაზე (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) გვხვდება: (1) ბზიფური, (2) აბჟუური და პირველ-მეორე დიალექტთან შედარებით საკმაოდ პატარა (3) სამურზაყანოს (სიტყვა სამურზაყანოს გამო იგი არ უნდა აგვერიოს მეგრული ენის სამურზაყანო-ზუგდიდის დიალექტში) დიალექტები. სხვა დიალექტები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე გვხვდება (სადზი, ახჩიფსა და ცაბალი, აგრეთვე ბზიფი).

ლექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამარჯობა — აფხაზურ ენაში არ არსებობს, თუმცა გამოიყენება სიტყვა ასალამ (Асалам). „სალამის“ მაგივრად გამოიყენება მისალმების რამოდენიმე ფორმა:
  • დილა მშვიდობისა — შიჟბზია (Шьыжьбзиа)
  • დღე მშვიდობისა — მშიბზია (Мшыбзиа)
  • საღამო მშვიდობისა — ხულიბზია (Хәлыбзиа)
  • ნახვამდის — აბზიარაზ (Абзиараз)
  • ზღვა — ამშინ (Амшын)

გრამატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზურ ენაზე ყველა საზოგადო არსებითი და ზედსართავი სახელის, აგრეთვე, მასდარისა და მიმღეობის და სახელების ფორმა იწყება а-თავსართით.

а-баҕәаза, а-гәыла, а-ду, а-дәы, а-жә, а-кәац, а-қәаб და სხვები.

გამონაკლისი: a-თავსართის გარეშე იწყება ყველა სხვა მეტყველების ნაწილები.

иахьа, уаҵәы, иацы, ирласны, нанду, нхыҵ და სხვები.

  • პირის ნაცვალსახელებია:
მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
I პირი სარა (сара) — მე ჰარა (ҳара) — ჩვენ
II პირი უარა (уара) — შენ (კაცი)

ბარა (бара) — შენ (ქალი)

შუარა (шәара) — თქვენ
III პირი იარა (иара) — ის (კაცი)

ლარა (лара) — ის (ქალი)

იარა (иара) — ის (სხვა)

დარა (дара) — ისინი
  • არსებითი სახელი განარჩევს ადამიანისა და ნივთთა კლასს.
ადამიანის კლასი ნივთთა კლასი
  • ადამიანის აღმინშვნელი საზოგადო არსებითი სახელები — ქალიშვილი, ვაჟი, ქალი, კაცი და ა. შ;
  • ადამიანის საკუთარი სახელები — დავითი, დაური, ლანა, ლიანა და ა. შ;
  • ეთნონიმები — აფხაზი, ქართველი, რუსი და ა. შ.
  • ნივთთა კლასში შედის დანარჩენი სახელები, მიუხედავად იმისა სულიერს აღნიშნავენ ისინი თუ უსულოს: ძაღლი, ცხენი, თბილისი, საზამთრო და ა. შ.
дарбан? (დარბან?) — ვინ? иарбан? (იარბან?) — რა?
„... + цәа“ (... + ცუა) — ები
аӡҕабцәа (აძღაბცუა) — გოგოები, аҷкәынцәа (აჭკუინცუა) — ბიჭები და სხვ.
„... + аа“ (... + აა) — კრებითი
ауаа (აუაა) — ადამიანები, аруаа (არუაა) — ჯარისკაცები და სხვ.
„... + кәа“ (... + ქუა) — ები
алақәа (ალაქუა) — ძაღლები, адәқьанқәа (ადუქიანქუა) — მაღაზიები და სხვ.
„... + რა“ (... + ра) — კრებითი
алра (ალრა) — თხემლნარი, аџьра (აჯრა) — მუხნარი და სხვ.
  • ზმნა

აფხაზურ ენაში გვხვდება ერთპირიანი, ორპირიანი, სამპირიანი და ხანდახან ოთხპირიანი ზმნები. ერთპირიანი ზმნის ფორმა შედარებით მარტივია. აფხაზურ ზმნას აქვს ორი — მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი. ზმნა გამოხატავს კლასს, აგრეთვე პირს: პირველს, მეორე და მესამეს.

აფზახური ზმნა შეიძლება იყოს მარტივი (მაგ.: атәара (а-тәа-ра), агылара (а-гыла-ра), абара (а-ба-ра), агара (а-га-ра)) და შედგენილი (მაგ.: абзиабара (а-бзиа-ба-ра), аҧатуқәцара (а-ҧату-қәҵа-ра), аҧсшәаҳәара (а-ҧсшәа-ҳәа-ра)).

მარტივი ზმნა შედგება: а — სალექსიკონო (ზოგადი) ფორმის პრეფიქსი, ფუძისაგან და ра — სუფიქსისაგან. უღლების დროს, პრეფიქსი — а და სუფიქსი — ра იკარგება.

ერთპირიან (გარდაუვალ) ზმნას მესამე პირში ექნება შემდეგი ფორმები:

მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
I პირი Сара сцоит — მე მივდივარ Ҳара ҳцоит — ჩვენ მივდივართ
II პირი Уара уцоит — შენ (კაცი) მიდიხარ

Бара бцоит — შენ (ქალი) მიდიხარ

Шәара шәцоит — თქვენ მიდიხართ
III პირი Иара дцоит — ის (კაცი) მიდის

Лара дцоит — ის (ქალი) მიდის

Иара (и)цоит — ის (სხვა) მიდის

Дара ицоит — ისინი მიდიან

აფხაზური ზმნის კლასოვან-პიროვან პრეფიქსებში გამოიყოფა პრეფიქსების ორი რიგი: დ-ს რიგის და ლ-ს რიგის. დ-ს რიგის ნიშანი (с, у, б, д, и) ზმნის დასაწყისში დგას, ხოლო ლ-ს რიგის პირის ნიშანი (с, у, б, и, л, и(а)) დ-ს რიგის მერე, ან დ-სა და ლ-ს შორის შეიძლება სხვა გრამატიკული ელემენტები იყოს განლაგებული:

თუ ობიექტი ადამიანის კლასს განეკუთვნება თუ ობიექტი ნივთთა კლასს განეკუთვნება
Иара дибоит — ის (კაცი) ხედავს ვიღაცას
Лара дылбоит — ის (ქალი) ხედავს ვიღაცას
Иара диабоит — ის (სხვა) ხედავს ვიღაცას
Иара (и)боит — ის (კაცი) ხედავს რაღაცას
Лара илбоит — ის (ქალი) ხედავს რაღაცას
Иара иабоит — ის (სხვა) ხედავს რაღაცას

იმ ზმნებში რომელთა ნაცვალსახელის პირის ნიშნები с, шә, ҳ დგანან б, г, д, ж, жә, ӡ, ҩ თანხმოვნების წინ, მჟღერდებიან და გადადიან з,жә, аа-ში.

აფხაზურ ენაში ზმნები იყოფა სტატიკურ და დინამიკურ ზმნებად. მდგომარეობის და კუთვნილების აღმნიშვნელი ზმნები სტატიკურია, ხოლო მოქმედებისა და მოძრაობის — დინამიკური.

სტატიკური ზმნის ფუძედ ხშირად გამოიყენება არსებითი ან ზედსართავი სახელი:

ахәыҷы ბავშვი, дхәыҷуп ის ბავშვია
аҧшӡа ლამაზი, дыҧшӡоуп ის ლამაზია
абзиа კარგი, дыбзиоуп ის კარგია

დინამიკურ და სტატიკურ ზმნებში აწმყო სხვადასხვანაირად იწარმოება.

აწმყო (სტატიკური ზმნა) სტატიკრი ზმნების აწმყოს ფორმა სუფიქს „уп“-ის მეშვეობით იწარმოება.

პირის ნიშანი+ზმნის ძირი+уп
მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
I პირი Сара сыцәоуп — მე მძინავს Ҳара ҳцәоуп — ჩვენ გვძინავს
II პირი Уара уцәоуп — შენ (კაცი) გძინავს

Бара быцәоуп — შენ (ქალი) გძინავს

Шәара шәцәоуп — თქვენ გძინავთ
III პირი Иара дцәоуп — მას (კაცი) ძინავს

Лара дцәоуп — მას (ქალი) ძინავს

Иара (и)цәоуп — მას (სხვა) ძინავს

Дара ицәоуп — მათ სძინავთ

თუ ფუძე მთავრდება ხმოვან а-ზე, იქნება а+уп=оуп, თუ თანხმოვანზე ან ხმოვან ы-ზე, მაშინ о არ იქნება.

აწმყო (დინამიკური ზმნა)

დინამიკური ზმნების აწმყო იწარმოება -оит//-уеит სუფიქსის მეშვეობით:

პირის ნიშანი+ზმნის ძირი+оит//уеит
მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
I პირი Сара исҳәоит — მე ვამბობ Ҳара иҳҳәоит — ჩვენ ვამბობთ
II პირი Уара иуҳәоит — შენ (კაცი) ამბობ

Бара ибҳәоит — შენ (ქალი) ამბობ

Шәара ишәҳәоит — თქვენ ამბობთ
III პირი Иара идҳәоит — ის (კაცი) ამბობს

Лара идҳәоит — ის (ქალი) ამბობს

Иара (и)ҳәоит — ის (ქალი) ამბობს

Дара иҳәоит — ისინი ამბობენ

თუ ფუძე მთავრდება ხმოვანზე, იქნება оит დაბოლოება, თუ თანხმოვანზე ან ხმოვანზე, аа-ზე ҳа-ზე, მაშინ — уеит.

ევლია ჩელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ევლია ჩელები.

აფხაზური ენის შესახებ არსებული პირველი ცნობები, რომლებიც დღემდე შემოინახა ХVII საუკუნის ცნობილ თურქ მოგზაურს ევლია ჩელების (Evliya Çelebi) ეკუთვნის. ევლია ჩელები თავის მოგზაურობას 1640 წელს შესდგომია და დაუსრულებია 1670 წელს. მას მოუვლია ყირიმი, რუმელია, ავსტრია, ალბანეთი, კრეტა, დალმაცია, თესალონიკი, აზერბაიჯანი და საქართველო და თავისი შთაბეჭდილებები ერთ წიგნად შეუკრავს, ხოლო წიგნისთვის კი „სეაჰათნამე“ (სამოგზაურო წიგნი) უწოდებია. მოგზაურს გარდა ზოგადი ცნობებისა არაბული ასოებით ჩაუწერია ზოგი აფხაზური სიტყვა. აფხაზური ენა ახალგაზრდა სამწერლობო ენაა.

აფხაზური ანბანის კირილური ვარიანტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აფხაზური ანბანი.

პირველი აფხაზური ანბანი 1862 წელს სლავურ-კირილური დამწერლობის საფუძველზე შეიმუშავა ბარონმა პეტერ ფონ უსლარმა, რომელიც 37 ასოსაგან შედგებოდა, მაგრამ 1905 წლიდან გრაფიკული ნიშნების რაოდენობა 55 ასომდე გაზარდეს. ცოტა უფრო მოგვიანებით ნიკო მარი შეეცადა კიდევ უფრო სრულ-ეყო ეს დამწერლობა, მაგრამ მან ლათინურ ანბანზე დაყრდნობით შექმნა კიდევ ერთი, ახალი ნაირ-სახეობა, რომელიც ამჯერად 75 ასო-ნიშანს მოიცავდა. ლათინურ ანბანს აფხაზები 1926-დან 1928-წლამდე გამოიყენებდნენ.
1937 წელს ქართული ანბანის საფუძველზე შემოიღეს აფხაზური დამწერლობა, მაგრამ ქართველებისაგან დისტანცირების სურვილის გამო აფხაზები 1954 წელს ისევ კირილიცას დაუბრუნდნენ.
ქართული ანბანის შემოღების ეს ფაქტი ხშირად გამხდარა აფხაზთა მიერ ქართველთა მიმართ საყვედურის მიზეზი, კერძოდ ბევრი აფხაზი ამ ისტორიულ ფაქტში გაქართველების მცდელობას ხედავს. თუმცა რამდენად უწყობს მათ ხელს საკუთარი ეროვნული სახის შენარჩუნებაში კირილური ანბანის (ე.წ. გრაჟდანკას) გამოყენება, უცნობია.[2]

საბოლოო ჯამში ენათმეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს აფხაზური ანბანის შექმნაზე ზრუნავდნენ, იყვნენ პეტერ ფონ უსლარი, დიმიტრი გულია, კონსტანტინე მაჭავარიანი, ალექსეი ჭოჭუა და ნიკო მარი.

აფხაზური ანბანი (Аҧсуа алфавит)
ასო (კირილიცა) ტრანსლიტერაცია IPA ნიშანი ასო ტრანსლიტერაცია IPA ნიშანი
Аа a /a/ Мм m /m/
Бб b /b/ Нн n /n/
Вв v /v/ Оо o /o/
Гг g /g/ Ҩҩ /ɥ/
Гьгь g' /gʲ/ Пп p /pʼ/
Ҕҕ /ɣ/ Ҧҧ /p/
Ҕьҕь g̍' /ɣʲ/ Рр r /r/
Дд d /d/ Сс s /s/
Дəдə do /dʷ/ Тт t /tʼ/
Џџ ǰ /dʐ/ Тəтə to /tʷʼ/
Џьџь ǰ' /ʥ/ Ҭҭ /t/
Ее e /e/ Ҭəҭə o /tʷ/
Ҽҽ /ʦ̢/ Уу u /w, u/
Ҿҿ c̨̍ /ʦ̢ʼ/ Фф f /f/
Жж ž /ʐ/ Хх x /x/
Жьжь ž' /ʑ/ Хьхь x' /xʲ/
Жəжə žo /ʐʷ/ Ҳҳ /ћ/
Зз z /z/ Ҳəҳə o /ћʷ/
Ʒʒ ʒ /ʣ/ Цц c /ʦ/
Ʒəʒə ʒo /ʣʷ/ Цəцə co /ʦʷ/
Ии i /i, j/ Ҵҵ /ʦʼ/
Кк k /kʼ/ Ҵəҵə o /ʦʷʼ/
Кькь k' /kʲʼ/ Чч č /tɕ/
Ққ /k/ Ҷҷ č̢ /tɕʼ/
Қьқь k̢' /kʲ/ Шш š /ʂ/
Ҟҟ /qʼ/ Шьшь š' /ɕ/
Ҟьҟь k̄' /qʲʼ/ Шəшə šo /ʂʷ/
Лл l /l/ Ыы y /ə/

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
აფხაზურ ენაზე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსი კვარაცხელია: აფხაზური ენის გრამატიკა ფონეტიკა და მორფოლოგია, სოხუმი: ალაშარა, 1990
  • ალექსი კვარჭულია, აფხაზური ენის გრამატიკა [ფონეტიკა და მორფოლოგია], სოხუმი: ალაშარა, 1990
  • ნანა მაჭავარიანი, მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში, თბ. 2006, ISBN – 99940-864-1-3
  • ნანა მაჭავარიანი, სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში, თბ., 2006, ISBN – 99940-864-3-x
  • თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის, ტომი I. ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა. ქართულ-აფხაზური ლექსიკონი (აფხაზურ ენაზე), თბ., 2003, ISBN – 99940-718-8-2 99940-22-90-3
  • თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის, ტომი II. ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა. ქართულ-აფხაზური ლექსიკონი (აფხაზურ ენაზე), თბ., 2003, ISBN – 99940-718-8-2 99940-22-84-9
  • თეიმურაზ გვანცელაძე, მცირე აფხაზურ-ქართული ლექსიკონი, თბ., 2000, ISBN – 99928-77-93-6

რუსული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ломтатидзе К.В. Абхазский язык // Языки народов СССР. Т. 4. Иберийскокавказские языки. «Наука». Москва, 1967.
  • Марр, Н.: 1938. О Языке и истории абхазов. Москва: Академия Наук СССР.
  • Марр Н. Я.: Абхазский аналитический алфавит. Л., 1926 («Труды яфетского семинария», I).
  • Ломтатидзе, К. В. 1968. Грамматика абхазкого языке: фонетика и морфология. Сухуми.)
  • Чирикба В. А.: Расселение абхазов в Турции. Приложение к книге: Ш. Д. Инал-ипа. Садзы. Историко-этнографические очерки. Москва: Российская Академия Наук, 1995, с. 260—278.
  • Чирикба В. А.: Абхазский язык. // Языки Российской Федерации и Соседних Государств. Энциклопедия. В трех томах. Т. 1. A-И. Москва: Наука, 1998, с. 8-18.
  • Ломтатидзе К.В. Абхазский язык // Языки народов СССР. Т. 4. Иберийско-кавказские языки. «Наука». Москва, 1967.

ინგლისური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Andrews, Peter A.: Ethnic groups in the Republic of Turkey., Beiheft Nr. B 60, Tübinger Atlas des Vorderen Orients, Wiesbaden: Reichert Publications, 1989
  • Čirikba, Vjačeslav A.: 2003. Abkhaz (Languages of the world). München: LINCOM Europa.
  • Chirikba V.A.: Common West Caucasian. The Reconstruction of its Phonological System and Parts of its Lexicon and Morphology. — Leiden: Research School CNWS. 1996.
  • Chirikba V.A.: Abkhaz. Languages of the World/ Materials 119. Leiden: Lincom Europa, 2003.
  • Chirikba V.A.: Distribution of Abkhaz Dialects in Turkey. In: A. Sumru Özsoy (ed.). Proceedings of the Conference on Northwest Caucasian Linguistics, 10-12 October 1994. Studia Caucasologica III. Novus forlag — Oslo, Institutet for sammenlignende kulturforskning, 1997, p. 63-88.
  • Hewitt, B. G. 1979. Abkhaz (Lingua Descriptive Studies). Amsterdam: North-Holland.)
  • Hewitt B.G. Abkhaz // Greppin J. (ed.) The Indigenous Languages of the Caucasus Vol. 2. New York: Caravan Books, 1989. [pp. 39–88].

გერმანული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Klimov, Georgij A. 1994. Einführung in die kaukasische Sprachwissenschaft. Üb. von Jost Gippert. Hamburg: Buske.

ლექსიკონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "UNESCO"-მ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაში ოფიციალურად შეიტანა // 7 დღე
  2. იხ. თეიმურაზ გვანცელაძე, „აფხაზური სამწიგნობრო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიიდან“