ვიკიპედია:დღის სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ამერიკის ხმა“ (ინგლ. Voice of America, VOA) – აშშ–ს მთავრობის ოფიციალური საგარეო, სამაუწყებლო ქსელი. ინფორმაციას გადასცემს 46 ენაზე, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით მთელი პლანეტის მასშტაბით (აშშ–ს ტერიტორიის გარდა). მისი სიხშირეების ტრანსლირება ხდება თანამგზავრების საშუალებით, ასევე – FM, AM და მოკლეტალღური რადიო დიაპაზონებით. გააჩნია მრავალენოვანი საიტი. მთავარი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატებისათვის დადებითი იმიჯის შექმნაა.

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

განხილვა

მეგობრებო, ამ გვერდზე განვიხილოთ, წლის რომელ დღეს რომელი სტატია გავიდეს. მე ჩემი ვარიანტები მივაწერე, ზოგან რამდენიმე... განვიხილოთ და დავტოვოთ თითო :). Deu. 05:01, 12 იანვარი 2015 (UTC)

4 იანვარს პატრიარქის დაბადების დღეა და ვფიქრობ ის აჯობებს ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. --JABA 1977 05:34, 12 იანვარი 2015 (UTC)
ვფიქრობ უკეთესი იქნება პატრიარქი აღსაყდრების დღეს გავიტანოთ--დათო1010 Hong Kong SAR Regional Emblem.svg 06:37, 12 იანვარი 2015 (UTC)
ვეთანხმები დათოს, პატრიარქი აღსაყდრების დღეს. Deu. 08:41, 12 იანვარი 2015 (UTC)
აბა იანვრის სტატიებს გადახედეთ, სადაც რამდენიმე ვარიანტია, ერთზე შევჯერდეთ და დავიწყოთ მთავარ გვერდზე გატანა. პარალელურად შემდეგ თვეებსაც მივხედავთ. Deu. 09:10, 12 იანვარი 2015 (UTC)

4 იანვარი მიშასთან ნაკლებად ასოცირდება. მაშინ პატრიარქის მსგავსაც მაგასაც ინაუგურაციის თარიღი ვარგუნოთ. რაც შეეხება სუდანის რეფერენდუმსა და სუდანს ვთვლი რომ აქ უნდა იყოს რეფერენდუმის სტატია, ხოლო სამხრეთი სუდანი 9 ივლისს, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. --JABA 1977 12:51, 12 იანვარი 2015 (UTC)

ვეთანხმები დათოს, პატრიარქი აღსაყდრების დღეს სჯობს. — Mikheil მიწერა 13:01, 12 იანვარი 2015 (UTC)
2 და 3 იანვარზე რა ვქნათ? Deu. 18:46, 12 იანვარი 2015 (UTC)

მომხმარებელი:Deu/მთავარი გვერდი — აბა ნახეთ, დღევანდელი ჩავსვი. თუ ივარგებს ასე? სხვადასხვა ზომის ეკრანზე როგორ ჩანს, რა ზომის ტექსტი ჩავსვათ ხოლმე... Deu. 10:52, 13 იანვარი 2015 (UTC)

ხომ არ აჯობებს, სექციები ამ დღეს... და დღის სტატია გადმოვიტანოთ მარცხნივ, სექციის იცით თუ არა, რომ ადგილას, და ეს უკანასკნელი ჩავსვათ მათ ადგილას. უფრო გათანაბრდება მხარეები მოცულობის მხრივ.--SHOTHA [UT] 10:56, 13 იანვარი 2015 (UTC)
მგონი მართლა ჯობია. თან მარცხენა სვეტი ძალიან დაიტვირთა ასე. Deu. 10:57, 13 იანვარი 2015 (UTC)
მომხმარებელი:Deu/მთავარი გვერდი — აბა ნახეთ, ჩემთან გაცილებით გალამაზდა წყობა მართლა. Deu. 10:59, 13 იანვარი 2015 (UTC)
Symbol thumbs up.svg მე მომწონს.--SHOTHA [UT] 11:01, 13 იანვარი 2015 (UTC)

ხატულაა შესაცვლელი, დღის მოვლენებზეც იგივე აყენია. ავარჩიოთ ამათგან: PL Wiki Aktualnosci ikona.svg HS Question book.svg HSIdea.svg HSSocialSciences.svg Text-x-generic with pencil-2.svg Nuvola apps bookcase Icône HS.svg ან თქვენ აარჩიეთ სხვა--SHOTHA [UT] 11:16, 13 იანვარი 2015 (UTC)

მთავარი გვერდის ახალი რუბრიკა კარგი აზრია და მომწონს იმის გამო, რომ მთავარი გვერდი უფრო ინფორმაციული გახდება. თუმცა ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავარ გვერდზე ბევრი წითელი ბმულია და ერთობლივად უნდა ვიფიქროთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. - OTOGI Messages 11:20, 13 იანვარი 2015 (UTC)
იცით თუ არა, რომ რუბრიკას მაქსიმალურად ვალურჯებთ გატანამდე, რჩეული სტატიის საწყისი ბმულების გალურჯების ტრადიციაც დავამკვიდრეთ მეტ-ნაკლებად. დღის მოვლენების თარგები თითქმის უცვლელია ყოველ წელს, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა დაგვევლო და გაგველურჯებინა :)--SHOTHA [UT] 11:24, 13 იანვარი 2015 (UTC)
HSSubpages.svg ან Text-x-generic with pencil-2.svg — --ცანგალა () 12:12, 13 იანვარი 2015 (UTC)
ძალიან გთხოვთ, ეს გვერდი კონკრეტული მიზნითაა შექმნილი: შეკრებაზე გადაწყვეტილი ახალი რუბრიკის დამატებისათვის მთავარ გვერდზე. ბმულების გალურჯება ცალკე პრობლემაა და აქ ნუ განვიხილავთ. ამისთვის არსებობს ფორუმი. მადლობა. Deu. 13:18, 13 იანვარი 2015 (UTC)

მთავარი გვერდის ახალი წყობა მომეწონა. თუმცა, მგონი დღის სტატია რჩეული სტატიის ქვეშ აჯობებს. — Mikheil მიწერა 13:24, 13 იანვარი 2015 (UTC)

გეთანხმები. რაღაცნაირად დაჩაგრული იყო. წამოვწიე წინ. Deu. 13:30, 13 იანვარი 2015 (UTC)

ჩემი აზრით დღის სტატიისადმი გარკვეული მოთხოვნები უნდა არსებობდეს: ეს სტატია მთავარ გვერდზე გამოვა და კიდევ არაერთხელ დაცინვის საგანი არ უნდა გავხდეთ ამ თარგის წყალობით. სტატია გარკვეულწილად სტატიას უნდა გავდეს და მეორე ეს კიდევ დამატებით პრობლემას შექმნის და გადააწითლებს დაუწერელი სტატიის ბმულებით მთავარ გვერდს. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ასე ნაჩქარევად თარგების შექმნა მაინცდამაინც ხარისხიანი არ იქნება, ხომ არ აჯობებს ეს თარგი მტავარ გვერდზე 1 თებერვლიდან აგვემუშავებინა და იანვარში გვეზრუნა თებერვლის თარგების შემნაზე გარკვეული კრიტრიუმების დაცვით. თებერვალში შეგვექმნა მარტის თარგები და ა. შ. --JABA 1977 16:23, 13 იანვარი 2015 (UTC)

მე თუ მკითხავთ, წინასწარ უნდა შევქმნათ მთელი წლის + მომდევნო ერთი თვის (თუ მეტის არა) დღის სტატიების შესავალში არსებული წითელი ბმულები მაინც გავალურჯოთ. ამ პროექტს დღეს და ხვალ ვერ გავიტანთ მთავარზე, სერიოზული დამუშავება და მომზადებაა საჭირო. თუკი ვაკეთებთ, ხარისხიანად გავაკეთოთ :) მე ყველანაირად შევეცდები ბმულების გალურჯებას.--SHOTHA [UT] 18:46, 13 იანვარი 2015 (UTC)

გეთანხმები შოთა. დღის სტატიებში არსებული სტატიების განვრცობა და ბმულების გაწითლება ეს უდიდესი სამუშაოა. --JABA 1977 19:14, 13 იანვარი 2015 (UTC)