ვიკიპედია:კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოგესალმებით  ·   მასწავლებელი  ·   ცნობარი  ·   სარჩევი  ·   დახმარება  ·   ფორუმი


Welcome!, ようこそ , ¡Bienvenido!, Bienvenue, Willkommen, Добро пожаловать, Benvenuti, Welkom
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!


WikiLettreMini.svg

მოგესალმებით!


თქვენ ათვალიერებთ ქართულ ვიკიპედიას. ეს არის მსოფლიო აბლაბუდაში ქართული ენციკლოპედიის შექმნის პირველი მცდელობა. ქართული ვიკიპედიის შექმნის ინიციატივა გაჩნდა 2003 წლის ნოემბერში, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა 2004 წლის ოქტომბრიდან (თავფურცლისა და დამხმარე გვერდების შედგენა), ხოლო 2005 წლის თებერვლიდან 5-6 მოხალისე შეუდგა სისტემატურ მუშაობას. ამჟამად ქართულად დამუშავების პროცესშია 117,101 ენციკლოპედიური სტატია.
ვიკიპედია მოხალისეების მიერ შექმნილი უზარმაზარი პროექტია და მასში მონაწილეობა ძალიან ადვილია. პირველი ნაბიჯებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარების გვერდი, სადაც მოკლედაა აღწერილი რედაქტირებისთვის საჭირო ინფორმაცია. ასევე გადახედეთ პირველად ინსტრუქციებს დამწყებთათვის. გვერდი „სავარჯიშო“ განკუთვნილია სპეციალურად ტექსტებსა თუ ცხრილებზე სავარჯიშოდ.
Crystal Clear app ktip.png
განხილვის გვერდზე ნუ დაგავიწყდებათ ხელი მოაწეროთ თქვენ მიერ დატოვებულ შეტყობინებებს, ამისთვის თქვენი კომენტარის ბოლოში დაწერეთ ოთხი ტილდა (~~~~). თუმცა გახსოვდეთ, რომ საკუთარი ხელმოწერა ენციკლოპედიურ სტატიაში არ უნდა დატოვოთ. ასევე ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: ვიკიპედიის ხუთი მცნება, ნეიტრალური თვალსაზრისი, ლიტერატურის მითითება, დასაშვები კრიტერიუმები, და მისთ.
Crystal Clear app lphoto.png
სურვილისამებრ შეგიძლიათ შემოიტანოთ ფაილები, თუმცა გახსოვდეთ, რომ მკაცრად უნდა დაიცვათ ნებისმიერ ფაილსა თუ ინფორმაციაზე შესაძლო საავტორო უფლებები.
Crystal Clear app amor.png
სასურველია მიუთითოთ თქვენს გვერდზე, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები...


იმედი გვაქვს, პროექტში მონაწილეობა სიამოვნებას მოგგვრით!

Nuvola apps korganizer.png

ჩვენ მიერ გავლილი პირველი ნაბიჯები


100 სტატია 2005 წლის 1 მარტი 85-ე ადგილი
500 სტატია 2005 წლის 16 აპრილი 75-ე ადგილი
1000 სტატია 2005 წლის 8 მაისი 64-ე ადგილი
1500 სტატია 2005 წლის 23 მაისი 56-ე ადგილი
2000 სტატია 2005 წლის 19 ივნისი 53-ე ადგილი
2500 სტატია 2005 წლის 5 აგვისტო 54-ე ადგილი
3000 სტატია 2005 წლის 16 სექტემბერი 52-ე ადგილი
5000 სტატია 2006 წლის 23 თებერვალი 52-ე ადგილი
10000 სტატია 2006 წლის 11 აგვისტო 46-ე ადგილი
15000 სტატია 2007 წლის 20 მაისი 52-ე ადგილი
20000 სტატია 2008 წლის 12 თებერვალი 51-ე ადგილი
25000 სტატია 2008 წლის 14 ნოემბერი 49-ე ადგილი
50 000 სტატია 2011 წლის 7 ივლისი
Wikipedia-logo.png

ქართული ვიკიპედიის მონაწილენი არიან:


Nuvola apps kappfinder.png

იხილეთ აგრეთვე


ქართული ვიკიპედია ძალას იკრებს და, თუ თქვენი მხრიდანაც იქნება დახმარება, ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში საგრძნობი პროგრესი გვექნება. გახსოვდეთ, რომ ვიკიპედია კოლექტიური შრომის პროდუქტია. თუ გადაწყვეტთ ვიკიპედიაში მონაწილეობის მიღებას, წინასწარ გაეცანით მის წესებს: