ვიკიპედია:მოგვწერეთ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Internet-mail.svg   თუ გსურთ შეტყობინების დატოვება, აქ დააჭირეთ!

მკითხველის სვეტი

ეს გვერდი ეთმობა ვიკიპედიის მკითხველებს ან უბრალოდ სტუმრებს, რომელთაც ვიკიპედიის აქტიურ რედაქტორებთან რაიმე მოსაზრების, წინადადების, შენიშვნის ან უბრალოდ ნებისმიერი კომენტარის გაზიარება სურთ.

თქვენს წინადადებებს და შენიშვნებს ვიკიპედიელები პერიოდულად გაეცნობიან, განიხილავენ და, საჭიროებისამებრ, გაითვალისწინებენ. ვიკიპედია მუდმივად დამუშავების პროცესშია და ახლად შექმნილ სტატიებში შესაძლოა ბევრი ხარვეზი იპოვოთ, თუმცა ისინი, როგორც წესი, რამდენიმე დღეში, ან თუნდაც საათში სწორდება.

ამ გვერდზე შეიძლება შეგვატყობინოთ რომელიმე სტატიაში არსებული ხარვეზის ან უზუსტობის შესახებ, შემოგვთავაზოთ ახალი იდეები, პროექტები და მისთ. თქვენს აზრებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს!

Contactus-wmcolors.png
მოკლე გადამისამართება - მალსახმობიGnome-go-last.svg
ვპ:წერილი


გომი[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, თქვენს ინიციატივას მივესალმები. ერთი შენიშვნა მაქვს გომს წინ ქვემო დაუწერეთ, ანუ ქვემო გომის. მადლობა — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 5.44.132.12 (განხილვაწვლილი) .

ავთანდილ ბერიძე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. წარმატებებს გისურვებთ.თქვენთან ვნახე ინფორმაცია, რომ იქმნება გვერდი ,,ავთანდილ ბერიძე". მზად ვარ მივიღო მონაწილეობა ამ საქმეში.

ავთანდილ ბერიძე avtandil_beridze@sca.ge +995 577416641— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.51.107.155 (განხილვაწვლილი) .

რუსეთ-საქართველოს ომში ტ-72_ის გამოყენების შესახებ.[წყაროს რედაქტირება]

თქვენ გიწერიათ, რომ "...ქართულმა არმიამ იზარალა 45 ტანკი ამათგან 20მდე ცხინვალში განადგურდა ხოლო დანარჩენი კი ბაზებიდან ალაფად წაიყვანეს მათ შორის SIM-1-ები..." , მაინტერესებს, დაისაჯნენ თუ არა ის დეზერტირები, რომლებმაც საღსალამათი ტანკები მიატოვეს და მტერს ჩაუგდეს ხელში?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნარგანი (განხილვაწვლილი) .

სტატიების თარგმანი[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! გახლავართ თამარ ოგბაიძე, ვთარგმნი ინგლისური და რუსული ენებიდან. საჭირობის შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ელ-ფოსტის მეშვეობით: takoogbaidze80@gmail.com პატივისცემით, თამარი— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.232.195 (განხილვაწვლილი) .

სტატია ინგლისურად[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, არსებული ქართული სტატია მსურს ინგლისურ ენაზეც განვათავსო და როგორ შეიძლება ამის გაკეთება? წინასწარ გიხდით მადლობას. საუკეთესო სურვილებით, თეა — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Teamukeria (განხილვაწვლილი) .

მოგესალმებით თეა! თუ გამზადებული სტატია გაქვსთ ინგლისურად, მაშინ შედით ინგლისურენოვან ვიკიპედიაში (en.bywiki.com) და განათავსეთ იქ. გისურვებთ წარმატებებს --Mehman 97 14:52, 6 მარტი 2018 (UTC)

mental disorder-ის შესატყვისი ქართული ტექსტის შეუსაბამობა[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, https://en.bywiki.com/wiki/Mental_disorder ენების არჩევანში მითითებულია ქართულიც, რაც თავისთავად, სასიამოვნოა. თუმცა, როცა გავეცანი, გული დამწყდა, რომ ქართულ ენაზე განთავსებულ ტექსტი ცუდად ნათარგმნი და გაუმართავი აღმოჩნდა. აქ გამოყენებული ტერმინი "სულიერი დაავადება" მაფიქრებინებს, რომ ნათარგმნია რუსული ტექსტიდან (душе́вная боле́знь). რუსები ამ ტერმინს ისევ მოიხმარენ, მაგრამ ჩვენ კარგა ხანია ამოვიღეთ თანამედროვე ქართული ფსიქიატრიული ტერმინოლოგიიდან. ვფიქრობ, აჯობებს, ინფორმაცია საერთოდ არ განთავსდეს (ნებისმიერ ენაზე), ვიდრე ეს იყოს შინაარსით შეუსაბამო ან თუნდაც, ცუდად ნათარგმნი და მოძველებული ტერმინებით სავსე ტექსტები, რადგან ეს კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებულ სტიგმას. პატივისცემით, — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.58.121.136 (განხილვაწვლილი) .

მოგესალმებით, ვიკიპედია მოხალისეობრივ საქმიანობაზეა აწყობილი, ასე რომ, თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ დაარედაქტიროთ, განავრცოთ ან შექმნათ სტატია, შესაბამისად, თუ აღმოაჩინეთ უზუსტობა, გამოასწორეთ იგი სანდო წყაროს მითითებით. პატივისცემით --Mehman 97 10:05, 11 მარტი 2018 (UTC)

დამეხმარეთ[წყაროს რედაქტირება]

რადენიმე დღეა რაც დავრეგისტრირდი, პირველი ეტაპისთვის შევქმენი გვერდი AISI coin, ჯერ სამწუხაროდ ვერ ვერკვევი დეტალურად რა როგორ შემიძლია გავაკეთო და იქნებ ამიხსნათ, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ AISI coin-ზე გაკეთებული ჩანაწერი google-ის საძიებოშიც გამოჩნდეს? იმედი მაქვს მიხვდით რასაც ვგულისხმობ. წინასწარ დიდი მადლობა.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა AISIcoin (განხილვაწვლილი) .

თქვენ მიერ შექმნილი სტატია არ აკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს, გაეცანით ვიკიპედიის დამხმარე გვერდებს --Mehman 97 15:13, 13 მარტი 2018 (UTC)

ჯვარი (ქალაქი)[წყაროს რედაქტირება]

„ცოტა“ უხერხულია (ამას უზუსტობას ან შეცდომას ვერ უწოდებ!), როცა „ვიკიპედიის“ მიხედვით ქალაქ ჯვარის მოსახლეობა 783 კაცია (2014)?! ქალაქის 4 საჯარო სკოლაში ამაზე მეტი მარტო მოსწავლეა! დღეის მდგომარეობით ქალაქ ჯვარში (ჩემი მონაცემებით) დაახლოებით 9700 მცხოვრებია (იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით). ამ ციფრის გადამოწმება შეგიძლიათ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან (ტ.:599 85 72 01). უღრმესი პატივისცემით, მურად ჭანტურია (599 15 40 46). — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.100.229.100 (განხილვაწვლილი) .

ამ საკითხზე მიმართედ საქართველოს სტატისტიკის სააგენტოს (საქსტატს) და მიაწოდეთ მათ თქვენი მონაცემები. ტელ.: (+995 32) 236 72 10 --Mehman 97 20:44, 23 მარტი 2018 (UTC)

ახალი გვერდის შექმნა[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით. ადრე შევქმენი გვერდი კენკროვანი მცენარის გოუმის შესახებ. გვერდი არ გააქტიურდა, არ გამოქვეყნდა. მაშინ დამიკავშირდა აწ გარდაცვლილი გიორგი შაშვიაშვილი (თელავი) და რამოდენიმე რჩევა მომცა. ბოლოს ეს გვერდი გამოქვეყნდა და ვერ გავიგე რა მოხდა. ჩემი ხსენებაც კი არ იყო. ისე არ გამიგოთ თითქოს რამე ამბიცია მქონდეს, მაგრამ სხვა გვერდებიც შევქმენი. მაგალითად თელავის ჯვარპატიოსანი და ახლახანს მძლეოსნობა. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მე თვითონ როცა დამჭირდა აღნიშნული ინფორმაცია ვერ ვიპოვე. ახლა ანგარიშზე მიწერს, რომ დაბლოკილია უცენზურო სიტყვების გამო. არა და არაფერი დამიწერია ბოლო თვეებია, თუ წელი არა. გთხოვთ დამეხმაროთ!— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ivalet (განხილვაწვლილი) .

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო[წყაროს რედაქტირება]

ჩანაწერი "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო"-ს შესახებ არასწორად ასახავს ფაქტებს. ჩანაწერი ასეთია: "1992 წლის 2 იანვარს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მისმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს დროებითი არაკონსტიტუციური ორგანო, რომელსაც უწოდეს „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო“. 1992 წლის 6 იანვარს სამხედრო საბჭომ გამოსცა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტი გამოაცხადა საქართველოს სსრ სამართალმემკვიდრეებად და ბრალი დასდო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ავტორიტარულ მმართველობასა და ხელისუფლების უზურპაციაში".

საქმეში ჩაუხედავი მკითხველითვის გაუგებარია, თუ რა მოხდა. ჩანაწერი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სამხედრო გადატრიალება უმძიმესი დანაშაული კი არ არის, არამედ თითქოს რაღაც დადებითია. სრული სიცრუეა აგრეთვე განცხადება, თითქოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ავტორიტარულ მმართველობა დაემყარებინოს. აბსურდულია განცხადება, თითქოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოეხდინოს ხელისუფლების უზურპაცია, რადგან იგი არჩეული იყო პრეზიდენტად საერთო-სახალხო და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად. მისი ყველა გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში იყო არსებულ კონსტიტუციასა და კანონებთან. საპირისპიროს მტკიცებისას დაასახელეთ შესაბამისი ოფიციალური აქტი!

სიმანდვილეში, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა სამხედრო საბჭომ და დაამყარა შევარდნაძის დიქტატორული რეჟიმი. სახელმჭიფო გადატრიალებას ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) გენერალი სუფიან ბეპაევი. ბეპაევი იყო იმჭამინდელი რუსეთის "ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის" სარდლის მოადგილე.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 82.181.192.144 (განხილვაწვლილი) .

მოგესალმებით[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ,ძალიან მინდა პარმენ ლორიას წიგნები, განსაკუთრებულად "შვილები". გთხოვთმომწეროთ როგორ და სად შევიძინო.ჩემი მაილის მისამართია: cira.davitadze@gmail.com — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 91.151.136.164 (განხილვაწვლილი) .

მიმართედ წიგნების მაღაზიას --Mehman 97 11:00, 8 აპრილი 2018 (UTC)

მარტან ფურკადი[წყაროს რედაქტირება]

მარტან ფურკადის გვერდი წაშლილი დამხვდა, მიზეზი ვერ გავიგე და იქნებ დამეხმაროთ აღვადგინო, ან რაც შეცდომა იყო გავითვალისწინო.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NinaDominique (განხილვაწვლილი) .

@NinaDominique: მანქანური თარგმანით შესრულებული სტატიები ვიკიპედიაში იშლება. წაშლის მიზეზიც სწორედ ეს იყო. - OTOGI Messages 10:25, 15 აპრილი 2018 (UTC)

ინგლისურიდან პირდაპირ თარგმანს გულისხმობთ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NinaDominique (განხილვაწვლილი) .

@NinaDominique: არა. ონლაინ-თარჯიმანი იყო გამოყენებული. - OTOGI Messages 15:53, 15 აპრილი 2018 (UTC)

გამარკვიეთ თუ შეიძლება[წყაროს რედაქტირება]

არ ვხმარობ თქვნ არხს თუ საიტს და მეჭრება თანხა 11.99 ევრო. გთხოვთ მითხრათ რათომ? ან ვის მივმართო.გადასაყრელი ნამდვილად არ მაქვს.გთხოვთ დამეხმაროთ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.129.169.157 (განხილვაწვლილი) .

ვიკიპედია არ კრებს არავითარ გადასახადს! ვიკიპედია უფასო ენციკლოპედიაა, მიმართედ ბანკს და გაარკვიეთ რაში გეჭრებათ აღნიშნული თანხა --Mehman 97 09:42, 2 მაისი 2018 (UTC)

დავით ბატონიშვილი ბაგრატიონი, გიორგი XII-ის ძე[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედიაში აღნიშნულია, რომ "1814 ქართულ ენაზე გამოცემული მისი ისტორიული ნაშრომი დაწერილია ქართლის ცხოვრების სქემის მიხედვით, მოიცავს 1744-მდე პერიოდს და წარმოადგენს ვახუშტის ისტორიის გაგრძელებას". სინამდვილეში სწორედ ვახუშტის ნაშრომი მოიცავს 1744 წლამდე პერიოდს, ხოლო თავად დავით ბატონიშვილის ნაშრომში ასახულია 1744-1812 წლები.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 92.241.95.129 (განხილვაწვლილი) .

ალი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ! დაგვჭირდა ინფორმაცია სოფლების შესახებ და როცა გადავხედეთ სიას, ვერ აღმოვაჩინეთ ჩვენი სოფელი ალი. სოფელი ალი ისტორიული სოფელია. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი(საქართველოში იმოგზაურა 1672 წელს) წერს, რომ "აღმოსავლეთ საქართველოში ოთხი ქალაქია: თბილისი, გორი, სურამი და ალიო". გარდა ამისა, ალთან მრავალი ისტორიული ამბავია დაკავშირებული და ჩვენ შეგვიძლია სურვილის შემთხვევაში მოგწეროთ ყველაფერი.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 37.232.116.46 (განხილვაწვლილი) .

სურვილის შემთხვევაში, თავადვე შეგიძლიათ შექმნათ აღნიშნული სტატია. - OTOGI Messages 08:57, 10 მაისი 2018 (UTC)

rogor davweron rame?????— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Mate khvichia (განხილვაწვლილი) .

იხ: ვიკიპედია:ახალი გვერდის შექმნა ან ვიკიპედია:სტატიის ოსტატი. - OTOGI Messages 07:56, 14 მაისი 2018 (UTC)

წაშლილი წერილების აღდგენა[წყაროს რედაქტირება]

ელექტრონულ ფოსტაზე Gmail.com შეიძლება თუ არა წაშლილი წერილების აღდგენა? (შემოსული ანუ გამოგზავნილი წერილების)— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 95.137.152.180 (განხილვაწვლილი) .

გამარჯობა! ვიკიპედია მსგავსი შეკითხვების დასმის ადგილი არ არის. სულ მარტივად, შეგიძლიათ, საკუთრივ, აღნიშნული ელექტრონული ფოსტის Support-ს მიმართოთ. - OTOGI Messages 13:05, 23 მაისი 2018 (UTC)

გვერდის რედაქტირება[წყაროს რედაქტირება]

ჩემს მიერ დარედაქტირებული გვერდი როდის შემოწმდება? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Martlmadidebeli221 (განხილვაწვლილი) .

შესწორება[წყაროს რედაქტირება]

გვატემალას გვერდზე შეცდომით წერია რუკაზე ატლანტის ოკეანე. უნდა იყოს წყნარი ოკეანე — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 185.36.244.115 (განხილვაწვლილი) .

@185.36.244.115: ავტორს მივწერ და სავარაუდოდ მალევე შეიცვლება. გიო ოქრო 12:34, 5 ივნისი 2018 (UTC)

ტყიბული[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ადამიანი გელათისა და მოწამეთის მონასტრებს ქუთაისს აკუთვნებს, რაც შეცდომაა. კარგი იქნება თუ ტყიბულის შესახებ ამას დაამატებთ. ასევე, ცხრაჯვარის სალოცავს რაჭას აკუთვნებენ, ესეც დაუშვებელია, რადგან ტყიბულის საზღვრები ცხრაჯვარის ზევით გადის, ნაქერალასაც რაჭის ნაწილად მიიჩნევენ. იმედი მაქვს ამ ყველაფერს დაამატებთ და ყველაზე მთავარი თქვენი საშუალებით მაინც გაიგებენ სიმართლეს ტყიბულის შესახებ. ტყიბული მხოლოდ მეშახტეთა ქალაქი არ არის, იქ არიან უნიჭიერესი ადამიანები. ტყიბულს აქვს უნიკალური თეატრი, თუ ესტუმრებით მას დარწმუნდებით. სამწუხაროდ, კურორტ საწირეზე არაფერს ამბობთ. ცუცხვათის გამოქვაბულსა და ციხესიმაგრეზე არაფერს ვამბობ. სოფელი ლეღვა, სადაც მინერალური წყალია, არაფერს ამბობთ ტყიბულის ჩაიზე, რომელიც ერთ-ერთი სასარგებლო და გამორჩეული იყო ყოველთვის.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.134.169.45 (განხილვაწვლილი) .

თბილისის საპატიო მოქალაქეები[წყაროს რედაქტირება]

2000 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა კიდევ ერთ ადამიანს და არ არის სიაში - სერგეი პავლეს ძე მირონოვი - ექიმი-კარდიოლოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ქალაქ მერის შესაბამისი განკარგულების ორიგინალი ინახება თბილისის ცენტრალურ არქივში.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.58.120.240 (განხილვაწვლილი) .

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია — სერგეი პავლეს ძე მირონოვი 2000 წლის სიაში არ არის მითითებული --ცანგალა 19:25, 8 ივლისი 2018 (UTC)

იზმირი[წყაროს რედაქტირება]

იზმირის შესახებ მასალაში იზმირის ძველი სახელწოდების "სმირნას" ნაცვლად წერია "სირნა". იქნებ შეასწოროთ — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 37.232.1.41 (განხილვაწვლილი) .

მოგესალმებით. მადლობა შენიშვნისთვის, შეცდომა აღმოიფხვრა --Mehman 97 22:22, 11 ივლისი 2018 (UTC)