ვიკიპედია:რჩეული სტატიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალხმობა: ვპ:რჩეული

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 122,612 სტატიაა, მათ შორის კი 216 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ. თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

P cal euro-green.png

ახალი „რჩეულები“

კისტური ფიბროზი

კისტური ფიბროზი (CF), აგრეთვე ცნობილი როგორც მუკოვისციდოზი — გენეტიკური დაავადება, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს, ასევე თირკმელებს, პანკრეასს, ღვიძლსა და ნაწლავებს. შორსწასულ გართულებებს მიეკუთვნება მწვავე რესპირაციული ინფექციები სუნთქვის გაძნელებითა და ლორწოს ინტენსიური ამოხველებით. სხვა სიმპტომებია: სინუსების (ძვლოვანი წიაღების) ანთება, ზრდაში შეფერხება, სტეატორეა (ცხიმები განავალში), დოლის ჩხირის მაგვარი თითები, უნაყოფობა (განსაკუთრებით მამაკაცებში). ინდივიდებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხარისხის კლინიკური გამოვლინებები (ალელური ჰეტეროგენურობა). CF აუტოსომურ-რეცესიული დაავადებაა, რაც გამოწვეულია კისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული გამტარობის მარეგულირებელი ცილის (CFTR) გენის ორივე ასლში მომხდარი მუტაციით. ერთი მუტანტური ასლის მქონე ინდივიდები არიან კლინიკურად ჯანმრთელები, მაგრამ დაავადების მატარებლები. CFTR მონაწილეობს ოფლის, საჭმლის მომნელებელი სითხეებისა და ლორწოს წარმოქმნაში. როდესაც CFTR არ ფუნქციონირებს, აღნიშნული სეკრეტები (რომლებიც ნორმაში თხელია) სქელდება. დაავადების დიაგნოზის დასმისთვის კეთდება ოფლის ანალიზი და გენეტიკური ტესტირება. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს დაავადების სკრინინგი ახალშობილებში დაბადებისთანავე. კისტური ფიბროზისგან სრული განკურნების საშუალებები არ არსებობს. ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ევროპულ პოპულაციაში გვხვდება, სადაც ყოველი 3 000 ახალშობილიდან ერთი დაავადებულია (1:3000), ხოლო ყოველი 25-დან ერთი მატარებელია (1:25). ნაკლებად ხშირია აფრიკელებსა და აზიელებში. დაავადება პირველად 1938 წელს დაახასიათა დოროთი ანდერსენმა. სახელწოდება კისტური ფიბროზი უკავშირდება დაავადების მახასიათებელ ფიბროზსა და ცისტების ფორმირებას პანკრეასში.


აზერბაიჯანის მდებარეობა

აზერბაიჯანი (აზერ. Azərbaycan), ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Respublikası) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთი აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის გზაჯვარედინზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთი, ჩრდილო-დასავლეთით საქართველო, დასავლეთით სომხეთი და სამხრეთით ირანი. ნახიჩევანი, რომელიც აზერბაიჯანის ექსკლავია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება სომხეთს, სამხრეთით და დასავლეთით ირანს, ასევე აქვს ჩრდილო-დასავლეთში 8 კმ საზღვარი თურქეთან. 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. 1920 წელს ქვეყანა შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში, როგორც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 30 აგვისტოს, სსრკ-ის ოფიციალურ დაშლამდე, რომელიც 1991 წლის დეკემბერში მოხდა. 1991 წლის სექტემბერში, სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომეხთა უმრავლესობა გამოეყო აზერბაიჯანს, შემდგომში სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის მიზნით. 1994 წელს, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, რეგიონი და მის გარეთ მყოფი შვიდი მიმდებარე რაიონი, დე-ფაქტო დამოუკიდებელი გახდა. ეს რაიონები, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, რომელიც ეუთოს მიერ შექმნილ სტატუსამდე მიიღეს. აზერბაიჯანი უნიტარული და ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთო-სა და ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრია. აზერბაიჯანი ექვსი დამოუკიდებელი თურქულენოვანი ქვეყნიდან ერთ-ერთია, ასევე თურქული საბჭოსა და თურქსოის აქტიური წევრია. აზერბაიჯანს, 158 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები და 38 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. სუამის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.


როჯერ უოტერსი სან-ხოსეში, 2017 წელი

ჯორჯ როჯერ უოტერსი (ინგლ. George Roger Waters; დ. 6 სექტემბერი, 1943, დიდი ბუკჰემი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ვოკალისტი, ბას-გიტარისტი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968–1985 წლებში. 1968 წელს პინკ ფლოიდი დატოვა სიმღერების ავტორმა, ვოკალისტმა და გიტარისტმა სიდ ბარეტმა და უოტერსი დროთა განმავლობაში იქცა ჯგუფის ტექსტების და მუსიკის, აგრეთვე კონცეპტუალური იდეების ძირითად ავტორად. მსოფლიო წარმატება მისი მონაწილეობით კოლექტივმა მოიპოვა 1970-იანი წლების ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და The Wall. მიუხედავად იმისა, რომ უოტერსი ძირითადად ბას-გიტარაზე უკრავდა, იგი აგრეთვე ატარებდა ცდებს სინთეზატორებთან და ფირებთან, კონცერტებსა და სტუდიურ ჩანაწერებზე კი რიტმულ გიტარასაც იყენებდა. 1985 წელს, კოლექტივის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მან დატოვა პინკ ფლოიდი და ყოფილ კოლეგებთან სასამართლო დავით ეცადა, შეენარჩუნებინა უფლება ჯგუფის სახელწოდებასა და მასალაზე. 1987 წელს ეს დავა დასრულდა საავტორო უფლებების გადანაწილებით. 2010 წლის მონაცემებით პინკ ფლოიდს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 250 მილიონი დისკი, მათ შორის 74.5 მილიონი - მხოლოდ აშშ-ში. 2010 წელს დაიწყო მუსიკოსის ტურნე The Wall Live, რომელზეც ალბომის The Wall მთლიანი მასალა პირველად შესრულდა მასშტაბური სოლო-ტურნეს ფარგლებში. ამ ტურნეს მსვლელობისას, 2011 წლის 12 მაისს, ლონდონის დარბაზში O2 მასთან ერთად სიმღერის „Comfortably Numb“ შესასრულებლად პინკ ფლოიდის ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი დევიდ გილმორი გამოვიდა, ხოლო საბოლოო სიმღერაში „Outside the Wall“ სცენაზე ავიდა როგორც გილმორი, ასევე ნიკ მეისონი, ჯგუფის დრამერი. 2017 წელს დაიწყო მუსიკოსის კიდევ ერთი ტურნე, Us + Them.


დომიციანეს ბიუსტი, ლუვრის მუზეუმი, პარიზი

დომიციანე (ლათ. Titus Flavius Caesar Domitianus Augustus; ტიტუს ფლავიუს კეისარი დომიციანუს ავგუსტუსი; დ. 24 ოქტომბერი, 51 — გ. 18 სექტემბერი, 96) — რომის იმპერატორი 81-96 წლებში. ფლავიუსების დინასტიის მესამე და უკანასკნელი წარმომადგენელი. დომიციანემ თავისი ახალგაზრდობა და ადრეული კარიერა ძმის, ტიტუსის ჩრდილქვეშ გაატარა, რომელმაც სამხედრო სახელი იუდეველთა პირველი ომის დროს მოიპოვა. ასეთი მდგომარეობა მამამისის, ვესპასიანეს, მმართველობის დროსაც გაგრძელდა, რომელიც იმპერატორი ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილი სამოქალაქო ომის შემდეგ, 69 წელს გახდა. სანამ ტიტუსმა მრავალი თანამდებობა გამოიცვალა, დომიციანემ მართალია პატივი მიიღო, მაგრამ რაიმე პასუხისმგებლობა არ ჰქონია. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა და იმპერატორი ტიტუსი გახდა, რომლის ზეობასაც მოულოდნელად დაესვა წერტილი 81 წელს, როდესაც იგი უეცარი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მომდევნო დღეს პრეტორიანელთა გვარდიამ დომიციანე იმპერატორად გამოაცხადა, რამაც დასაბამი მისცა მის თხუთმეტწლიან მმართველობას. აღსანიშნავია, რომ იმპერატორის თანამდებობა ტიბერიუსის შემდეგ ამდენი ხნით არავის ჰქონია დაკავებული. დომიციანეს ზეობას 96 წელს დაესვა წერტილი, როდესაც იგი სასახლის კარის მოხელეებმა მოკლეს. იმავე დღეს იმპერატორის ტახტი მისმა მრჩეველმა, ნერვამ დაიკავა. სიკვდილის შემდეგ რომის სენატმა დომიციანეს ხსოვნა დავიწყებას მისცა, ამასთანავე, სენატორმა ავტორებმა, როგორებიც იყვნენ ტაციტუსი, პლინიუს უმცროსი და სვეტონიუსი, იგი ბოროტ და პარანოიდ ტირანად წარმოაჩინეს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი პიროვნების თანამედროვე კვლევებმა გამოკვეთეს მისი, როგორც ულმობელი, თუმცა ქმედითი, უნარიანი თვითმპყრობლის სახე, რომლის კულტურულმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროგრამამ საფუძველი შეუქმნა მშვიდობიან მეორე საუკუნეს.

P countries-green.png

გეოგრაფია

კავკასია

კონტინენტები და სუბრეგიონები: აფრიკა · ჩრდილოეთი ამერიკა · ლათინური ამერიკა · აზია

წყლები: ბორჯომი (წყალი) · ბაიკალი · პანამის არხი · შავი ზღვა · კასპიის ზღვა

ბუნება და ლანდშაფტი: აღდგომის კუნძული · ალპები · მაჩუ-პიქჩუ · გეომორფოლოგია · კარპატები · ახალი ათონის მღვიმე · ტამბორა

მოგზაურები, ექსპედიციები: ტერა-ნოვას ექსპედიცია

ქვეყნები: ჰაიტი · თურქეთი · ავსტრალია · მონღოლეთი · კუბა · ბაჰამის კუნძულები · მარშალის კუნძულები · აზერბაიჯანი

საქართველო: თავისუფლების მოედანი (თბილისი) · თუშეთი · იმერეთი · კლარჯეთი

ქალაქები: ნიუ-იორკი · ბათუმი · რუსთავი · თბილისი · სტოკჰოლმი · თელ-ავივი · ლიმა · ბარსელონა · რიო-დე-ჟანეირო · ზალცბურგი · სანქტ-პეტერბურგი · რომი

დასახლებები, უბნები: ჰარლემი

P history-green.png

ისტორია

Neues Museum Aegyptischer Hof.jpg

პიროვნებები: ჯუზეპე გარიბალდი · იოზეფ გებელსი · ზვიად გამსახურდია · პეტრე ბაგრატიონი · ანასტასია რომანოვა · ერნესტო ჩე გევარა · ჰანიბალი · ვახტანგ VI · ოქტავიანე ავგუსტუსი · ადოლფ ჰიტლერი · ნევილ ჩემბერლენი · დომიციანე

ძველი: რომის რესპუბლიკა · რომის იმპერია · რომის სენატი · იბერია · რომის იმპერატორების სია · ინკების ცივილიზაცია · ძველი ეგვიპტე · ლონდინიუმი · მესოამერიკის ქრონოლოგია · ერებუნი

შუა: საღვთო რომის იმპერია · ბიზანტიის იმპერია

ახალი: გერმანიის იმპერია

Flags of Georgia in Rustaveli Avenue, Tbilisi, on a military parade during the Independence Day celebration (May 26, 2008).jpg

1900–1945: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა · ტფილისის ბანკის ძარცვა

1945 - დღემდე: იუგოსლავიის დაშლა · ჩერნობილის კატასტროფა

სამხედრო: მეორე სამნიტური ომი · პიროსთან ომი · პირველი მსოფლიო ომი · მეორე მსოფლიო ომი · პირველი პუნიკური ომი · რუსეთ-საქართველოს ომი (2008) · ესპანეთის სამოქალაქო ომი · გრანიკოსის ბრძოლა · გრძელი დანების ღამე

არქეოლოგია: ნოქალაქევი · შუა საუკუნეების ქართული მინა · ტეოტიუაკანი · როზეტის ქვა

ქვეყნები: პორტუგალიის ისტორია · იმერეთის სამეფო

Atom symbol.svg

მეცნიერება

Lily Lilium 'Citronella' Flower.jpg

პიროვნებები: სოკრატე · ნიკო მარი · ვერნერ ფონ ბრაუნი · გოდფრი ჰ. ჰარდი · ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები

განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ფიზიკა/მათემატიკა: e (რიცხვი)

ფლორა: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ბუნებისმეტყველება: ტუნგუსკის მეტეორიტი · ვარსკვლავი · მზე · პლანეტა · მზის სისტემა · გალაქტიკა

ფაუნა: ღამურა

P anthropology-green.png

ტექნიკა

Vitruvian.jpg

ბიოლოგია: უჯრედი · დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა · ვიტამინი D

ენათმეცნიერება: ბულგარული ენა · ქართული დამწერლობა · ეგვიპტური იეროგლიფები

ინფორმატიკა: Mozilla Firefox

მათემატიკა: მათემატიკა · სამკუთხედი

მედიცინა: ცოფი

ტექნიკა: ფაუ-2 · სატურნ V · პერსონალური კომპიუტერი · სუ-25

P religion-green.png

რელიგია და მითოლოგია

St George, bas relief, Mtsketa.jpg

ჰერაკლე · პერსევსი · თესევსი · არგონავტები · მედეა · პარეხი · მრავალძალი · დოლისყანა · ილია II

P sport-green.png

სპორტი

ბიატლონი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · ფკ დინამო თბილისი · რიო ფერდინანდი · საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · მილანი (ფეხბურთი) · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი · მაიკლ კერიკი · გიორგი ქინქლაძე · ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია · არიენ რობენი · მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში · რონალდინიო · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) · პელე · ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი

P social sciences-green.png

საზოგადოება

The Red Cross of the Geneva Convention by Clara Barton 1878.jpg

პიროვნებები: ექვთიმე თაყაიშვილი

პოლიტიკა: საერთაშორისო ურთიერთობები · აშშ-ის პრეზიდენტების სია · თბილისის თვითმმართველობა · აშშ-ის პირველი ქალბატონების სია · აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია · ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია)

სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

Go-tisch.png

ჰერალდიკა: საქართველოს სახელმწიფო გერბი

ეთნოლოგია: აფხაზები

კოლექციონირება: ტფილისის უნიკა

გართობა: GTA · The Sims 2

კულინარია: ბრაუნშვაიგის მუმე

P art-green.png

ხელოვნება და კულტურა

Veriko1.jpg

პიროვნებები: დავით გურამიშვილი · ნიკო ფიროსმანი · კირილ ზდანევიჩი · მადონა · ჯეკ კერუაკი · ანტონიო გაუდი · ტერენტი გრანელი · ზემფირა · პიერ ოგიუსტ რენუარი · თედორე დოსტოევსკი · ტიესტო · ალანის მორისეტი · ჯონი კეში · ჯინჯერ როჯერსი · უოლტ დისნეი · ჯექსონ პოლოკი · ალფრედ ჰიჩკოკი · ეიკონი · ვლადიმირ ვისოცკი · ინგვი მალმსტინი · კლიფ ბარტონი · გიორგი შარვაშიძე · გაბრიელ გარსია მარკესი

მუზეუმები/ბიბლიოთეკები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი

სახვითი ხელოვნება: ბრინჯაოს მხედარი

Salem Nordfassade 1823.jpg

არქიტექტურა: გელათის მონასტერი · სტალინისტური არქიტექტურა · გუგი · ვარძია · ოშკი · სურამის ციხე · კვეტერა · ხანძთა · ფიტარეთის მონასტერი · აბუ-სიმბალი · ტბეთის მონასტერი · ბორობუდური · იაჰმესის პირამიდა

ლიტერატურა და მწერლობა: რომაული ლიტერატურა · ბეჭდების მბრძანებელი · შტორმი (პერსონაჟი) · კერი ბრედშოუ (პერსონაჟი) · ვეფხისტყაოსანი

თეატრი და მუსიკა: ლელა წურწუმია · კლიფ ბარტონი · Coldplay · პინკ ფლოიდი · რუსთაველის თეატრი · მარჯანიშვილის თეატრი · ჯონი კეში · ჯენესისი · რედიოჰედი · The Beatles · U2 · მეტალიკა · სკორპიონსი · ინგვი მალმსტინი · Enter Sandman · მაიკლ ბუბლეი · მეტალიკის ტურნეები

რადიო, კინო, ტელევიზია: ექვსი ფუტი მიწის ქვეშ · ციხიდან გაქცევა · ანიმე · გრიფინები