კატარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატარის სახელმწიფო
არაბ. دولة قطر‎‎
კატარი
კატარის
დროშა გერბი
ჰიმნი: "ას-სალამ-ალ-ამირი"السلام الأميري
კატარის ჰიმნი


დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დოჰა
25°18′ ჩ. გ. 51°31′ ა. გ. / 25.300° ჩ. გ. 51.517° ა. გ. / 25.300; 51.517
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია
 -  ამირა თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი
 -  ამირის მოადგილე აბდულა ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი
 -  პრემიერ-მინისტრი აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ-თანი
ფართობი
 -  სულ 11,581 კმ2 (158-ე)
 -  წყალი (%) 0.8
მოსახლეობა
 -  2017 შეფასებით 2,641,669ref name=qsa-Aug13>Population structure. Ministry of Development Planning and Statistics (31 January 2017).</ref> (140-ე)
 -  2010 აღწერა 1,699,435[1] 
 -  სიმჭიდროვე 176 კაცი/კმ2 (76-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასებით
 -  სულ $359.163 მილიარდი[2] (51-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $129,360[2] (1-ლი)
აგი (2014) 0.850[3] (მაღალი) (32-ე)
ვალუტა რიალი (QAR)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი QAT
Internet TLD
სატელეფონო კოდი +974

კატარი, ყატარი (არაბ. قطر‎‎ ‎‎, ოფიციალურად — კატარის სახელმწიფო (არაბ. دولة قطر‎‎ დავლათ კატარ)) — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარკუნძულზე. სამხრეთიდან ესაზღვრება საუდის არაბეთი, ხოლო ყველა დანარჩენი მხრიდან სპარსეთის ყურე. ჩრდილო-დასავლეთით აქვს საზღვაო საზღვარი ბაჰრეინთან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. დედაქალაქი – დოჰა.

XX საუკუნეში, ოსმანთა მმართველობის დასრულების შემდეგ ყატარი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა და დამნოუკიდებლობა 1971 წელს მოიპოვა. ყატარს XIX საუკუნიდან ალ თანის დინასტია მართავს. ყატარის სახელმწიფოს დამაარსებელი ჯასიმ ბინ მუჰამად ალ თანია. ყატარს მემკვიდრეობითი მონარქები მართავენ და ამისი ემირია ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი. ის წარმოადგენს კონსტიტუციურ[4][5] თუ აბსოლუტურ მონარქიას[6][7][8][9] კამათის საგანს წარმოადგენს. 2003 წელს კონტიტუცია 98%-იანი მხარდაჭერით მიიღეს.[10][11] 2017 წლის დასაწყისში ყატარის მოსახლეობა შეადგენდა 2,6 მილიონს, მათგან 313,000 მოქალაქეს ხოლო 2,3 მილიონი ექსპატრიანტს.[12]

ყატარი არის მაღალი შემოსავლის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელსაც ზურგს მსოფლიოს სიდიდით მესამე ბუნებრივი გაზის მარაგი უმაგრებს.[13] მას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს ერთ სულ მოსახლეზე. გაერთიანებული ერების მიერ ყატარი შეფასებულია, როგორც ყველაზე მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსის მქონე არაბული ქვეყანა.[14] მისი ზომების მიუხედავად ყატარა აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. ყატარი პირველი არაბული ქვეყანა იქნება, რომელიც უმასპინძლებს მსოფლიო თასს ფეხბურთი (2020-ში).[15]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I საუკუნეში მოღვაწე რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი ნახევარ კუნძულის მცხოვრებლებს კატარებად (Catharrei) მოიხსენიებს, რაც შეიძლება იქ არსებული ცნობილი დასახლებიდან მომდინარეობდეს.[16][17] ერთი საუკუნის შემდეგ პტოლემემ შექმნა ნახევარკუნძულის პირველი ცნობილი რუკა, რომელსაც კატარა უწოდა. რუკაზე დატანილია დასახლება კადარა, რომელიც კუნძულის აღმოსავლეტში მდებარეობს.[17][18] სახელი კატარა აქტიურად გამოიყენებოდა XVIII საუკუნეში,[19] რის შემდეგაც ის ,ოს საერტაშორისო დასახელებად დამკვიდრდა.[20]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს, კატარის მოსახლეობა მიაღწია 2.6 მილიონს, მათ შორის არაკატარელები შეადგენენ უმრავლესობას. მარტო 313 ათასი კატარელი ცხოვრობს კატარში და შეადგენს მოსახლეობის 12 %. სამხრეთ აზიელი იმიგრანტები წარმოადგენენ მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს, დაახლოებით 60%. მათ შორის ინდოელები არიან 650.000, ნეპალელები - 350.000, ბანგლადეშელები - 280.000, 145.000 შრი-ლანკელები, პაკისტანელები - 125.000. სხვა ეთნიკური ჯგუფები არიან ფილიპინელები (260.000), ეგვიპტელები (200.000) და ევროპელი და არაბი ემიგრანტები.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული ენა არის სახელმწიფო ენა, კატარული არაბულით როგორც ადგილობრივი დიალექტი. ინგლისური ენა არის ხშირად გამოყენებული როგორც მეორე ენა და არის ეთნიკური კატარელების და არაკატარელების საერთო ენა. ქვეყანაში, სხვა ენაზეც მეტყველობენ, მათ შორისაა: ბელუჯური ენა, ჰინდი ენა, ტამილური ენა, სინჰალური ენა, მალაიალამური ენა, პუშტუ, ურდუ, ინდონეზიური ენა, ტაგალური ენა და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Populations. Qsa.gov.qa. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 July 2010. წაკითხვის თარიღი: 2 October 2010.
  2. 2.0 2.1 World Economic Outlook Database, October 2017 – Report for Selected Countries and Subjects. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). წაკითხვის თარიღი: 1 October 2017.
  3. 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2015). წაკითხვის თარიღი: 14 December 2015.
  4. BBC News, How democratic is the Middle East?, 9 September 2005.
  5. United States Department of State Country Reports on Human Rights Practices for 2011: Qatar, 2011.
  6. US State Dept's Country Political Profile – Qatar.
  7. Gardener, David. “Qatar shows how to manage a modern monarchy“, Financial Times. 
  8. The World Factbook“, CIA Factbook. 
  9. Canada – Qatar Bilateral Relations“, კანადის მთავრობა. 
  10. IFES Election Guide – Elections: Qatar Referendum Apr 29 2003. წაკითხვის თარიღი: 5 June 2017.
  11. Qatar 2003. წაკითხვის თარიღი: 5 June 2017.
  12. Population of Qatar by nationality – 2017 report. წაკითხვის თარიღი: 7 February 2017.
  13. Indices & Data | Human Development Reports. United Nations Development Programme (14 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 January 2013. წაკითხვის თარიღი: 27 June 2013.
  14. Qatar human development.
  15. Paul Rhys in Doha. Blatter reaches out to Arabia. Aljazeera.com. წაკითხვის თარიღი: 30 December 2013.
  16. Casey, Paula; Vine, Peter (1992) The heritage of Qatar. Immel Publishing, გვ. 17. 
  17. 17.0 17.1 History of Qatar. Qatar Statistics Authority. წაკითხვის თარიღი: 11 May 2015.
  18. Maps. Qatar National Library. წაკითხვის თარიღი: 11 May 2015.
  19. Hazlitt, William (1851). The Classical Gazetteer: A Dictionary of Ancient Geography, Sacred and Profane. Whittaker & co.. 
  20. About us. Katara. დაარქივებულია ორიგინალიდან - 22 July 2015. წაკითხვის თარიღი: 11 May 2015.
მოძიებულია „https://ka.bywiki.com/w/index.php?title=კატარი&oldid=3477813“-დან