ლატვიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლატვია მდებარეობს ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმაზე, ესტონეთსა და ლიტვას შორის. ქვეყნის დაახლოებით 98% მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრამდე. ლატვიაში მდებარეობს დაახლოებით 12 000 მდინარე (საიდანაც მხოლოდ 17-ის სიგრძე აღემატება 97 კილომეტრს) და 3000 ტბა რომელთაგანაც უმეტესობა არის აითროფიკული. ქვეყნის უდიდეს მდინარეებს წარმოადგენენ: დასავლეთის დვინა, ლიელუპე, გაუია, ვენტა და სალაცა. ტყეები (რომელთაგანაც უმეტესობა არის ფიჭვნარი) მოიცავს ქვეყნის 41%-ს. კირქვის, ტორფის და დოლომიტის გარდა ლატვია ბუნებრივი რესურსებით არ არის მდიდარი. ლატვიას აქვს 531 კილომეტრის სიგრძის ქვიშიანი სანაპირო ზოლი, ლიეპაიასა და ვენტსპილსის პორტებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]