მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 115,714 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა ნამიბიის დროშა ნამიბია. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ილია II
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი; დ. 4 იანვარი, 1933, ორჯონიკიძე, ჩრდილოეთი ოსეთი, რსფსრ) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან. 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“. 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 1997 წლიდან არის გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი. არის ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო და აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი. მონაწილეობდა მშვიდობის დაცვის რამდენიმე ფორუმში.

HSSubpages.svg

დღის სტატია

სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი

სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი (ესპ. Unión de Naciones Suramericanas, პორტ. União de Nações Sul-Americanas, ინგლ. Union of South American Nations, ჰოლ. Unie van Zuid-Amerikaanse Naties, აკრონიმი Unasur და Unasul) — ეროვნებათშორისი და სამთავრობათშორისი კავშირი, რომელიც აერთიანებს ორ არსებულ თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაციას — მერკოსურსა და ანდურ თანამეგობრობასსამხრეთ ამერიკის ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში. გაერთიანება ეფუძნება ევროპის კავშირის მოდელს.

კავშირის ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს ქალაქ კიტოსა და კოჩაბამბაში.



HSBild.svg

დღის სურათი

ხედი ვულკან ოლკაზე, აუკანკილჩის კალთიდან.
ხედი ვულკან ოლკაზე, აუკანკილჩის კალთიდან.



W-circle.svg

სიახლეები

როჯერ მური

HSDagensdatum.svg

23 მაისი — ამ დღეს...

მიკი მაუსი

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები