სტამბოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Mehman97.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2017 წლის 15 დეკემბერი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

ქალაქი
სტამბოლი
თურქ. İstanbul
Istanbul collage 5j.jpg
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი მარმარილოს ზღვის
პროვინცია სტამბოლი
კოორდინატები 41°00′36″ ჩ. გ. 28°57′37″ ა. გ. / 41.01000° ჩ. გ. 28.96028° ა. გ. / 41.01000; 28.96028
დაარსდა ძვ. წ. 667
ფართობი 5,343 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100 მეტრი
მოსახლეობა 14 657 434 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+03:00
სატელეფონო კოდი +90 212 და +90 216
საფოსტო ინდექსი 34000 და 34990
საავტომობილო კოდი 34
ოფიციალური საიტი http://www.ibb.istanbul/
სტამბოლი — თურქეთი
სტამბოლი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 356
რუს.ინგლ.ფრ.

სტამბოლი (თურქ. İstanbul, ისტანბული), ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (თურქ. Kostantiniyye, კონსტანტინიე) და ბიზანტიონითურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს.[2] ქალაქი სტამბოლი ამავე სახელწოდების მეტროპოლიის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც 14,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და მსოფლიოს მე-7 უდიდესი ქალაქია ისევე, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია.[3]

ძვ.წ. 660 წლამდე, სარაიბურნუს კონცხზე დაარსებული ქალაქი, სახელით ბიზანტიუმი (ბერძნ. Βυζάντιον), ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გახდა. ახ. წ. 330 წელს, კონსტანტინოპოლის სახელით აღდგენილმა ქალაქმა, თითქმის XVI საუკუნის მანძილზე რომის და ბიზანტიის (330–1204 და 1261–1453), ლათინთა (1204-1261) და ოსმალეთის იმპერიის (1453-1922) დედაქალაქად ითვლებოდა.[4] ქალაქმა დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის გავრცელებაში რომისა და ბიზანტიის იმპერიის დროს, სანამ ოსმალებმა 1453 წელს დაიპყრობდნენ ქალაქს და გადააკეთებდნენ ისლამური სამყაროს დასაყრდენად, ისევე, როგორც ოსმალეთის ხალიფატის დედაქალაქად.[5]

სტამბოლის ისტორიული და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზის,[6] რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო ქსელების და შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარშრუტის გზაზე მდებარეობს, კოსმოპოლიტური მოსახლეობა წარმოიქმნა, თუმცა ეს ნაკლებად იყო შესამჩნევი 1923 წელს, თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების დროს. ომებს შორის პერიოდში ახალ დედაქალაქად ანკარის გამოცხადებამ, ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა. 1950-იანი წლებიდან, ქალაქის მოსახლეობამ ათჯერ გაიზარდა, რაც ანატოლიიდან მიგრანტების ჩამოსვლით იყო განპირობებული, ეს კი ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოვება გამოიწვია.[7][8] XX საუკუნის დასასრულს დაარსებული ხელოვნების, მუსიკის, კინოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები დღესაც იმართება ქალაქში და მის სავიზიტო ბარათად იქცა. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, გამოიწვია რთული სატრანსპორტო ქსელის წარმოშობა.

ქალაქის ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2015 წელს სტამბოლში დაახლოებით 12,56 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც იგი მსოფლიოს მეხუთე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცია.[9] ქალაქის უდიდესი ღირშესანიშნოებას წარმოადგენს მისი ისტორიული ცენტრი, ნაწილობრივ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი, ხოლო ქალაქის კულტურული და გასართობი ნაწილი მდებარეობს ბუნებრივი ნავსადგურის, ოქროს რქის მეორე ნაპირზე, ბეიოღლუს რაიონში. გლობალურ ქალაქად განიხილებადი სტამბოლი,[10] მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მეტროპოლიაა.[11] ქალაქი ბევრი თურქული კომპანიის და მედიასაშუალების შტაბ-ბინის განლაგების ადგილია და მისი მოგება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედს შეადგენს.[12] მისი განვითარები და სწრაფი გაფართოების იმედით, სტამბოლმა ოცი წლის განმავლობაში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების მიზნით, ხუთჯერ შეიტანა განაცხადი ჩატარების თაობაზე.[13]

ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სტამბოლის სახელწოდებები.

ქალაქის პირველი ცნობილი სახელწოდებაა ბიზანტიუმი (ბერძნ. Βυζάντιον, ბიზანტიონი), რომელიც ძვ. წ. 660 წელს ქალაქს დაარქვეს მის დაარსებისას მეგარიელმა კოლონისტებმა.[14] ითვლება, რომ სახელწოდება მომდინარეობს პირადი სახელიდან — ბიზასი. ძველი ბერძნული ტრადიციის მიხედვით, ბიზასი ლეგენდარული მეფეა, რომელიც ბერძენი კოლონისტების ლიდერი იყო. თანამედროვე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბიზასის სახელი ადგილობრივი თრაკიული ან ილირიული წარმოშობისაა, შესაბამისად, რომლებიც მეგარიელებზე ადრე დასახლდნენ.[15]

მას შემდეგ, რაც ახ. წ. 330 წელს კონსტანტინე დიდმა ქალაქი რომის იმპერიის ახალ აღმოსავლეთ დედაქალაქად გადააქცია, ქალაქი ცნობილი გახდა, როგორც „კონსტანტინოპოლისი“ (კონსტანტინოპოლი), რომელიც „Κωνσταντινούπολις“ (კონსტანტინოუპოლის) ლათინური ფორმაა და ნიშნავს „კონსტანტინეს ქალაქს“.[14] მან ასევე სცადა ხელი შეეწყო ახალი სახელწოდების „ნოვა რომა“-ს და მისი ბერძნული ვერსიის „Νέα Ῥώμη“ Nea Romē (ახალი რომი) დამკვიდრებას, მაგრამ ეს სახელწოდება ფართოდ ვერ გავრცელდა.[16] კონსტანტინოპოლი, დასავლეთში ქალაქის ყველაზე გავრცელებული სახელი დარჩა, თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე, ასევე კოსტანტინეიე (ოსმ. قسطنطينيه) და ბე მაქამ-ე ქონსტანტინიიაჰ ალ-მაჰმიიაჰ (რაც ნიშნავს „კონსტანტინეპოლის დაცული ადგილი“) და ისტანბული ქალაქის ის სახელწოდებები იყო, რომლებიც ალტერნატიულად იყენებდნენ ოსმალეთში, ოსმალების მმართველობის დროს.[17] თურქებისთვის სახელწოდება „კონსტანტინოპოლის“ გამოყენება ქალაქის სახელად, ოსმალების მმართველობის პერიოდისთვის (XX საუკუნის შუა წლებიდან), დღეისთვის პოლიტიკურად არასწორია, თუნდაც ისტორიულად არაზუსტი იყოს.[18]

XIX საუკუნეში, ქალაქმა შეიძინა სხვა სახელებიც, გამოყენებული უცხოელების ან თურქების მიერ. ევროპელები კონსტანტინოპოლს მთელი ქალაქისთვის იყენებდნენ, მაგრამ სახელწოდება „სტამბოლს“ იყენებდნენ, როგორც თურქები, ქალაქის ისტორიული კედლით შემოსაზღვრულ ნახევარკუნძულის მიმართ, რომელიც მდებარეობს ოქროს რქასა და მარმარილოს ზღვას შორის.[18] პერა (მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „გასწვრივ“) გამოიყენებოდა ოქროს რქისა და ბოსფორის შორის არსებული ტერიტორიის მიმართ, მაგრამ თურქები ასევე იყენებდნენ სახელწოდებას ბეიოღლუ (დღეს ოფიციალურად ქალაქის ერთ-ერთი რაიონი).[19] ისლამბოლი (რაც ნიშნავს „ისლამის ქალაქს“ ან „სრული ისლამი“) ხშირად იყო გამოყენებული ქალაქის სახელწოდებად და ზოგიერთ ოსმალურ მონეტაზეც ამოტვიფრული იყო,[20] მაგრამ რწმენა იმისა, რომ ეს იყო წინამორბედი სახელწოდება სტამბოლისა, თვით ის ფაქტიც უარყოფს, რომ ეს უკანასკნელი ადრეც იყო ქალაქის სახელწოდება და ოსმალეთის დაპყრობასაც უსწრებდა.[14]

სახელწოდება ისტანბული ჩვეულებრივ შედგება შუა საუკუნეების ბერძნული ფრაზისაგან „εἰς τὴν Πόλιν“ (იკითხება, როგორც ის ტიმ ბოლინ), რაც ნიშნავს „ქალაქში“[21] და ადგილობრივ ბერძნებს შორის გავრცელებული კონსტანტინოპოლისგან. ეს სახელწოდება ასახავდა ქალაქის სტატუსს, როგორც ერთადერთი მთავარი ქალაქს სიახლოვეს. ოსმალეთის სამყაროშიც დიდი იყო კონსტანტინოპოლის მნიშვნელობაც, რაც აისახა ქალაქის ოსმალურ სახელწოდებაში „დერ საადეტი“ (Der Saadet), რომელიც ნიშნავს „კეთილდღეობის კარიბჭეს“. ალტერნატიული თვალსაზრისით, ქალაქის სახელწოდება ძველი სახელწოდებიდან, კონსტანტინოპოლიდან პირდაპირ ჩამოყალიბდა, პირველი და მესამე მარცვალის ამოღებით.[14] თურქული ხალხური ეტიმოლოგია, ქალაქის სახელწოდებას ისლამთან აკავშირებს,[22] რადგან ქალაქს ისლამბოლი ან ისლამბული ერქვა, რაც განპირობებული იყო ქალაქის ისლამური ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად წოდებით. ეს სახელწოდება თავდაპირველად ქალაქის დაპყრობის შემდეგ გაჟღერდა, ხოლო სახელწოდების გამოგონება, ზოგიერთი თანამედროვე მწერლის მიხედვით, სულთან მეჰმედ II-ისთვის იყო მიწერილი.[23] XVII საუკუნის ზოგიერთი ოსმალური წყარო, როგორიცაა ევლია ჩელები, აღწერს მას დროის საერთო თურქულ სახელწოდებად; XVII საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნემდე, სახელწოდება ოფიციალურად გამოიყენებოდა. სახელწოდება „ისლამბოლის“ პირველი გამოყენება მონეტაზე, 1703 წელს, სულთან აჰმედ III-ის დროს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, სახელწოდება კონსტანტინოპოლი ინგლისურ ენაში XX საუკუნემდე გამოიყენებოდა. ქალაქის სახელწოდება სტამბოლი (თურქ. İstanbul) მხოლოდ მას შემდეგ გახდა ფართოდ გამოყენებადი, რაც თურქეთმა 1928 წელს ლათინური ანბანი მიიღო და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, გამოიყენონ ქალაქის თურქული სახელწოდება.[24][25]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სტამბოლის ისტორია.
ბიზანტიუმის აკროპოლისის ბიზანტიური სვეტი, რომელიც დღეს მდებარეობს თოფქაფის სასახლეში.

ბერძენ კოლონისტთა პირველმა დასახლებამ ბიზანტიუმი სახელი მათი ლიდერი მეგარელი ბიზასგან მიიღო. ახ.წ. 324 წელს ის რომის იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქი გახდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის' მიერ. ბიზანტიუმს ნოვა-რომა დაარქვეს თუმცა ამ სახელით მისი მოქალაქეები არ მოხიბლულან და ქალაქი მალე ცნობილი გახდა როგორც კონსტანტინოპოლი - „კონსტანტინეს ქალაქი“. რომისა და დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლი ხდება ერთპიროვნული დედაქალაქი ქვეყნისა, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად ბიზანტიის იმპერიას უწოდებენ. ეს იმპერია კულტურულად ბერძნული იყო და ამგვარად ბერძნული ორთოდქსული ქრისტიანობის ცენტრი ხდება რომთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ამ პერიოდში შენდება აქ მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის აია-სოფია - ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.

1453 წელს ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მალე მისი დედაქალაქი ხდება. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებდნენ, თუმცა ოფიციალურად სახელი ქუსტანტანია ( القسطنطنية ) გამოიყენებოდა, რაც არაბულად „კონსტანტინეს ქალაქს“ ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ʻAner, Nadav (2005). The Jewish People Policy Planning Institute Planning Assessment, 2004–2005: The Jewish People Between Thriving and Decline. Jerusalem: Gefen Publishing House Ltd. ISBN 978-965-229-346-6. 
  • Athanasopulos, Haralambos (2001). Greece, Turkey, and the Aegean Sea: A Case Study in International Law. Jefferson, N.C.: McFarland & Company, Inc. ISBN 978-0-7864-0943-3. 
  • Barnes, Timothy David (1981). Constantine and Eusebius. Cambridge, Mass.: Harvard University Press. ISBN 978-0-674-16531-1. 
  • Baynes, Norman H. (1949). Byzantium: An Introduction to East Roman Civilization. Oxford, Eng.: Clarendon Press. ISBN 978-0-674-16531-1. 
  • Boyar, Ebru; Fleet, Kate (2010) A Social History of Ottoman Istanbul. Cambridge, Eng.: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-13623-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://istanbul.yerelnet.org.tr/
  2. WCTR Society; Unʼyu Seisaku Kenkyū Kikō 2004
  3. Turkey: Provinces and Major Cities. Citypopulation (31 December 2014). ციტატა: „The population of the Turkish cities and provinces according to census results and latest register-based tabulations“ წაკითხვის თარიღი: 26 June 2015.
  4. Çelik 1993
  5. Masters და Ágoston 2009
  6. Dumper და Stanley 2007
  7. Turan 2010
  8. Population and Demographic Structure. Istanbul 2010: European Capital of Culture. Istanbul Metropolitan Municipality (2008). წაკითხვის თარიღი: 27 March 2012.
  9. MasterCard Global Destination Cities Index.
  10. The World According to GaWC 2010. Globalization and World Cities (GaWC) Study Group and Network. Loughborough University. წაკითხვის თარიღი: 8 May 2012.
  11. Berube, Alan. Global Growth on the Orient Express. Brookings Institution blog "The Avenue" (1 December 2010). წაკითხვის თარიღი: 14 April 2013.
  12. (March 2008) OECD Territorial Reviews: Istanbul, Turkey. The Organisation for Economic Co-operation and Development. ISBN 978-92-64-04383-1. 
  13. IOC selects three cities as Candidates for the 2020 Olympic Games. The International Olympic Committee (24 May 2012). წაკითხვის თარიღი: 18 June 2012.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Room 2006
  15. Georgacas 1947
  16. Gregory 2010
  17. Necipoğlu 2010
  18. 18.0 18.1 Masters და Ágoston 2009
  19. Masters და Ágoston 2009
  20. Finkel 2005
  21. Necdet Sakaoğlu (1993/94a): "İstanbul'un adları" ["The names of Istanbul"]. In: Dünden bugüne İstanbul ansiklopedisi, ed. Türkiye Kültür Bakanlığı, Istanbul.
  22. Online Etymology Dictionary. წაკითხვის თარიღი: 26 June 2015.
  23. Necdet Sakaoğlu (1993/94a): "İstanbul'un adları" ["The names of Istanbul"]. In: 'Dünden bugüne İstanbul ansiklopedisi', ed. Türkiye Kültür Bakanlığı, Istanbul.
  24. Room 2006
  25. Göktürk, Soysal და Türeli 2010