ტაკააკი კაძიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტაკააკი კაძიტა
Takaaki Kajita 5171-2015.jpg
დაბ. თარიღი 9 მარტი 1959(1959-03-09)[1] (59 წელი)
დაბ. ადგილი ჰიგაშიმაცუიამა
მოქალაქეობა Flag of Japan.svg იაპონია
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი ტოკიოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საიტამის უნივერსიტეტი და ტოკიოს უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[2] [3], პანოფსკის პრემია, ნიშინას მემორიალური პრემია, ასაჰის პრემია, ბრუნო როსის პრემია, ასაჰის პრემია, კულტურის ორდენი, ფუნდამენტური ფიზიკის პრიზი, იულიუს ვესის პრემია და Person of Cultural Merit
საიტი ipmu.jp/takaaki-kajita

ტაკააკი კაძიტა (დ. 9 მარტი, 1959) — იაპონელი ფიზიკოსი. 1981 წელს დაამთავრა საიტამის უნივერსიტეტი. 1986 წელს ტოკიოს უნივერსიტეტში მოიპოვა სადოქტორო ხარისხი. 1988 წლიდან მუშაობდა ტოკიოს უნივერსიტეტთან არსებულ კოსმოსური გამოსხივების შესწავლის ინსტიტუტში. 1992 წელს გახდა ადიუნქტ-პროფესორი, ხოლო 1999 წელს სრული პროფესორი. იმავე წელს გახდა კოსმოსური ნეიტრინოს ცენტრის დირექტორი. კავლის ინსტიტუტისა და კოსმოსური გამოსხივების შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი. დაჯილდოებულია ასაჰის (1987, 1998), ბრუნო როსის (1989), პანოფსკის (2002), ნისინის მემორიალური (1999) და იულიუს ვესის (2013) პრემიებით. ტაკააკი კაძიტას 2015 წელს ართურ მაკდონალდსთან ერთად ნეიტრინოს ოსცილაციისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]