ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი (ინგლ. The Best FIFA Player) — ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც ფიფა-ს მიერ გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალს და მამაკაცს. საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევა ხდება ფიფას წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე. თითოეულ პიროვნებას საშუალება აქვს დაასახელოს სამი პიროვნება და მიენიჭოს მათ 5, 3 ან 1 ქულა, გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულების საერთო რაოდენობის საფუძველზე. დაჯილდოების ფარგლებში ასევე აჯილდოებენ საუკეთესო მწვრთნელს, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ფეხბურთში, ასახელებენ წლის სიმბოლურ გუნდს, საუკეთესო გოლის ავტორს და სხვა.

ფიფა 1991 წლიდან ატარებდასაფეხბურთო დაჯილდოებას სახელწოდებით ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდა, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც. 2010 წლიდან ფიფას წლის ფეხბურთელის დაჯილდოება და ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის France Football-ის თითქმის ანალოგიური ტიპის დაჯილდოება — ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon D'or) გაერთიანდა ერთ საერთო დაჯილდოებად — ფიფა-ს ოქროს ბურთი, რომელმაც 2015 წლამდე იარსება. 2016 წლიდან კი ფიფა-მ კვლავ დამოუკიდებელი დაჯილდოება დააარსა, ამჯერად ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდებით.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიფას წლის ფეხბურთელის ტროფეი
წელი ადგილი მოთამაშე ნაკრები კლუბი
ფიფას წლის ფეხბურთელი (FIFA Player of the Year, 2010–2009)
1991 1 ლოთარ მათეუსი გერმანიის დროშა გერმანია იტალიის დროშა ინტერი
2 ჟან-პიერ პაპენი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი საფრანგეთის დროშა მარსელი
3 გარი ლინეკერი ინგლისის დროშა ინგლისი ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოთსპური
1992 1 მარკო ვან ბასტენი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები იტალიის დროშა მილანი
2 ხრისტო სტოიჩკოვი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 თომას ჰესლერი გერმანიის დროშა გერმანია იტალიის დროშა რომა
1993 1 რობერტო ბაჯო იტალიის დროშა იტალია იტალიის დროშა იუვენტუსი
2 რომარიო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
ნიდერლანდების დროშა პსვ
3 დენის ბერგკამპი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები იტალიის დროშა ინტერი
ნიდერლანდების დროშა აიაქსი
1994 1 რომარიო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 ხრისტო სტოიჩკოვი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 რობერტო ბაჯო იტალიის დროშა იტალია იტალიის დროშა იუვენტუსი
1995 1 ჯორჯ ვეა ლიბერიის დროშა ლიბერია იტალიის დროშა მილანი
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
2 პაოლო მალდინი იტალიის დროშა იტალია იტალიის დროშა მილანი
3 იურგენ კლინსმანი გერმანიის დროშა გერმანია გერმანიის დროშა ბაიერნი
ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოთსპური
1996 1 რონალდო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
ნიდერლანდების დროშა პსვ
2 ჯორჯ ვეა ლიბერიის დროშა ლიბერია იტალიის დროშა მილანი
3 ალან შირერი ინგლისის დროშა ინგლისი ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი
ინგლისის დროშა ბლექბერნ როვერსი
1997 1 რონალდო ბრაზილიის დროშა ბრაზილია იტალიის დროშა ინტერი
ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 რობერტო კარლოსი ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
3 დენის ბერგკამპი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები ინგლისის დროშა არსენალი
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი იტალიის დროშა იუვენტუსი
1998 1 ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი იტალიის დროშა იუვენტუსი
2 რონალდო ბრაზილიის დროშა ბრაზილია იტალიის დროშა ინტერი
3 დავორ შუკერი ხორვატიის დროშა ხორვატია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1999 1 რივალდო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 დევიდ ბექჰემი ინგლისის დროშა ინგლისი ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
3 გაბრიელ ბატისტუტა არგენტინის დროშა არგენტინა იტალიის დროშა ფიორენტინა
2000 1 ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი იტალიის დროშა იუვენტუსი
2 ლუიშ ფიგუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 რივალდო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
2001 1 ლუიშ ფიგუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2 დევიდ ბექჰემი ინგლისის დროშა ინგლისი ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
3 რაული ესპანეთის დროშა ესპანეთი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2002 1 რონალდო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
იტალიის დროშა ინტერი
2 ოლივერ კანი გერმანიის დროშა გერმანია გერმანიის დროშა ბაიერნი
3 ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2003 1 ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2 ტიერი ანრი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ინგლისის დროშა არსენალი
3 რონალდო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2004 1 რონალდინიო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 ტიერი ანრი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ინგლისის დროშა არსენალი
3 ანდრეი შევჩენკო უკრაინის დროშა უკრაინა იტალიის დროშა მილანი
2005 1 რონალდინიო დროშა: ბრაზილია ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 ფრენკ ლამპარდი ინგლისის დროშა ინგლისი ინგლისის დროშა ჩელსი
3 სამუელ ეტო’ო კამერუნის დროშა კამერუნი ესპანეთის დროშა ბარსელონა
2006 1 ფაბიო კანავარო იტალიის დროშა იტალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
იტალიის დროშა იუვენტუსი
2 ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
3 რონალდინიო ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
2007 1 კაკა ბრაზილიის დროშა ბრაზილია იტალიის დროშა მილანი
2 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
2008 1 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
2 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 ფერნანდო ტორესი ესპანეთის დროშა ესპანეთი ინგლისის დროშა ლივერპული
2009 1 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
3 ჩავი ერნანდესი ესპანეთის დროშა ესპანეთი ესპანეთის დროშა ბარსელონა
ფიფას ოქროს ბურთი (FIFA Ballon D'or, 2010–2015)
2010 1 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 ანდრეს ინიესტა ესპანეთის დროშა ესპანეთი ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 ჩავი ერნანდესი ესპანეთის დროშა ესპანეთი ესპანეთის დროშა ბარსელონა
2011 1 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
3 ჩავი ერნანდესი ესპანეთის დროშა ესპანეთი ესპანეთის დროშა ბარსელონა
2012 1 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
3 ანდრეს ინიესტა ესპანეთის დროშა ესპანეთი ესპანეთის დროშა ბარსელონა
2013 1 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 ფრანკ რიბერი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი გერმანიის დროშა ბაიერნი
2014 1 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 მანუელ ნოიერი გერმანიის დროშა გერმანია გერმანიის დროშა ბაიერნი
2015 1 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
3 ნეიმარი ბრაზილიის დროშა ბრაზილია ესპანეთის დროშა ბარსელონა
ფიფას საუკეთესო მოთამაშე (The Best FIFA Player, 2016–დღემდე)
2016 1 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა პორტუგალია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2 ლიონელ მესი არგენტინის დროშა არგენტინა ესპანეთის დროშა ბარსელონა
3 ანტუან გრიზმანი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი

გამარჯვებულები ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრილი მოცემულია გამარჯვებულების ეროვნების მიხედვით

ქვეყანა პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
1 ბრაზილიის დროშა ბრაზილია 8 (1994, 1996, 1997, 1999, 2002, 2004, 2005, 2007) 4 (1993, 1997, 1998) 4 (2000, 2003, 2006, 2015)
2 არგენტინის დროშა არგენტინა 5 (2009, 2010, 2011, 2012, 2015) 5 (2007, 2008, 2013, 2014, 2016) 1 (1999)
4 პორტუგალიის დროშა პორტუგალია 4 (2001, 2008, 2013, 2014, 2016) 4 (2000, 2009, 2011, 2012, 2015) 1 (2007)
3 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 3 (1998, 2000, 2003) 4 (1991, 2003, 2004, 2006) 4 (1997*, 2002, 2013, 2016)
5 იტალიის დროშა იტალია 2 (1993, 2006) 1 (1995) 1 (1994)
6 გერმანიის დროშა გერმანია 1 (1991) 1 (2002) 3 (1992, 1995, 2014)
7 ლიბერიის დროშა ლიბერია 1 (1995) 1 (1996) 0
8 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1 (1992) 0 2 (1993, 1997*)
9 ინგლისის დროშა ინგლისი 0 3 (1999, 2001, 2005) 2 (1991, 1996)
10 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 0 2 (1992, 1994) 0
11 ესპანეთის დროშა ესპანეთი 0 1 (2010) 6 (2001, 2008, 2009, 2010, 2011, 2012)
12 ხორვატიის დროშა ხორვატია 0 0 1 (1998)
12 უკრაინის დროშა უკრაინა 0 0 1 (2004)
12 კამერუნის დროშა კამერუნი 0 0 1 (2005)

* როდესაც ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა თანაბარი ქულებით

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Soccer.png  პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.